ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა - მიმდინარეობს მგზავრების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები
ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. ადგილზე მყვინთავები და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, შსს-მ კი გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულები არიან მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამდინარე რიონში ავტომობილი გადავარდა - მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები
ქუთაისში, რიონ ჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ, 2 ადამიანი იმყოფებოდა
მდინარე რიონში ავტომობილის წყალში გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა - ნაპოვნია ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…