რიონჰესში სამძებრო სამუშაოები დასრულდა - ნაპოვნია ავტომობილი და ორი ადამიანის ცხედარი
ქუთაისში, რიონჰესში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა — მაშველებმა წყალში გადავარდნილი ავტომობილი და ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ქუთაისში, რიონჰესში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რიონჰესში გადავარდნილი ავტომობილისა და ახალგაზრდების სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დასრულდა. წყალში ნაპოვნია ავტომობილიც.
ცნობისთვის, რიონჰესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, წყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მყვინთავები, სამაშველო და სახანძრო ბრიგადები და მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” აცნობეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა - მიმდინარეობს მგზავრების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები
მდინარე რიონში ავტომობილი გადავარდა - მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები
ქუთაისში, რიონ ჰესთან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ, 2 ადამიანი იმყოფებოდა
მდინარე რიონში ავტომობილის წყალში გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
რიონჰესთან მდინარეში გადავარდნილი მანქანიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…