ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა
ქუთაისში, მე-13 სკოლის მიმდებარედ, ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოზარდი მსუბუქად არის დაშავებული, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვს ზებრა გადასასვლელზე ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა მე-13 სკოლის მიმდებარედ მოხდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობით, მოზარდი მსუბუქად არის დაშავებული.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…