პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ კომისიას ღია განხილვას ყველა საკითხზე, დარწმუნებული ვართ, რომ მართლები ვართ, ვიცავთ სუვერენიტეტს და გვინდა, ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული

ირაკლი კობახიძე ევროკომისიას ყველა საკითხზე ღია დებატებს სთავაზობს და აცხადებს, რომ ანგარიში პოლიტიზებულია და მასში მოცემული შეფასებები რეალობას არ შეესაბამება.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვთავაზობთ ევროპულ კომისიას ღია განხილვას ყველა საკითხზე, დარწმუნებული ვართ, რომ მართლები ვართ, ვიცავთ სუვერენიტეტს და გვინდა, ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული
პირველი არხი

ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ყველა საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას, ამიტომ, ქართული მხარე ევროკომისიას ღია, საჯარო დებატებს სთავაზობს.

„რიტორიკა არის ევროკავშირის მხრიდან მთავარი. ჩვენ ვაკრიტიკებთ ევროპელ ბიუროკრატებს. ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დისკუსიას, საჯარო დებატებს, რადგან ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებული. მაგრამ, მოდით, ვიკამათოთ, გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან. ეს არის პოლიტიზებული ანგარიში. ევროპული კომისია აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა. ამ შეფასებიდან, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი დემოკრატიული ქვეყანაა. კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები დაცულია ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და ეს უნდა იყოს საჯარო.

„ჩვენი შეთავაზებაა, დავიწყოთ მოლაპარაკებები, საუბრები. ეს გავაკეთოთ საჯაროდ, არა დახურულ კარს მიღმა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის ამ დებატების და განხილვების მთავარი საკითხები. ჩვენი შეთავაზებაა ღია, საჯარო განხილვა ყველა საკითხზე – დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც მივიღეთ რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ვართ სრულად დარწმუნებულები, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე. ეს არის ჩვენი სურვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ყველა საკითხზე - დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც მივიღეთ რამდენიმე წლის წინ, სრულად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო განხილვას ყველა საკითხზე - დარწმუნებულები ვართ, რომ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, ვიცავთ სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპრემიერი - ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ყველა საკითხზე - დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, სრულად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მართლები ვართ
  4. POSTVსამთავრობოირაკლი კობახიძე: „ჩვენ ვთავაზობთ ევროპული კომისიის წარმომადგენლებს ღია, საჯარო განხილვას ყველა საკითხზე – დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც მივიღეთ რამდენიმე წლის წინ, სრულად დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე“
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატებს ვთავაზობთ – კობახიძე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენი შეთავაზებაა, დავიწყოთ მოლაპარაკებები, საუბრები. ეს გავაკეთოთ საჯაროდ, არა დახურულ კარს მიღმა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა არის ამ დებატების და განხილვების მთავარი საკითხები. ჩვენი შეთავაზებაა ღია, საჯარო განხილვა ყველა საკითხზე – დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ეკონომიკურ საკითხებზე, გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც მივიღეთ რამდენიმე წლის წინ. ჩვენ ვართ სრულად დარწმუნებულები, რომ ჩვენ მართლები ვართ, რომ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და გვინდა ვიხილოთ საქართველო უფრო განვითარებული, უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე. ეს არის ჩვენი სურვილი“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
"რატომ გსურთ ევროკავშირში გაწევრიანება?" — რა ისაუბრა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამართულ დებატებშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები