პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე: ცილისწამების წინააღმდეგ ბერა ივანიშვილის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს

ქართული ოცნებატვ პირველი

თბილისის მერი კახა კალაძე ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მიესალმება და აცხადებს, რომ ტელევიზიები ადამიანებს უარგუმენტოდ აბრალებენ რაღაცებს, რის გამოც სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია.

კახა კალაძე: ცილისწამების წინააღმდეგ ბერა ივანიშვილის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს
იმედინიუსი

თბილისის მერი კახა კალაძე პარტია ცილისწამების წინააღმდეგ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია.

დედაქალაქის მერის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია წლებია მიმდინარეობს.

„ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ უკვე წლებია მიმდინარეობს მსგავსი ტიპის ბინძური კამპანიები, მიმდინარეობს ძალიან ბევრი ცილისწამება. ჯერ კიდევ 2011 წლიდან, სანამ 2012 წელს არჩევნებს მოვიგებდით, ამ ოჯახის წინააღმდეგ ყველაფერი იკადრეს, თუ რაიმე შეიძლებოდა. დღესაც გრძელდება ცილისწამება და სიბინძურე. მივესალმები, რა თქმა უნდა, იმ ფაქტს, რომ ადვოკატმა შეიტანა სარჩელი, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს. ეს არ არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ადამიანზე საუბრობ და ამბობ კონკრეტულ რაღაცებს, ამის მტკიცებულებაც უნდა გქონდეს. ჩვენთან მიჩვეულები არიან ტელევიზიები, რომ ყოველგვარი არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს რაღაცებს აბრალებენ, შემდეგ კი შენ უნდა გამოხვიდე და ამტკიცო, რომ მართალი ხარ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების გავრცელება დაუშვებელია და საზოგადოებამ საკუთარი სიმართლე სასამართლოში უნდა დაიცვას.

„ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მეც მქონდა შემთხვევა, მაგალითად, ტელეკომპანია “პირველს” როდესაც მოვუგე სასამართლოში და მგონია, რომ ყველამ იგივე უნდა გააკეთოს. როდესაც ადამიანების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რა თქმა უნდა, უნდა მიმართონ სასამართლოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოკახა კალაძე – ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძე: ბერა ივანიშვილის მიერ ცილისწამების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მივესალმები, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზოგადად, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წინააღმდეგ უკვე წლებია მიმდინარეობს მსგავსი ტიპის ბინძური კამპანიები, მიმდინარეობს ძალიან ბევრი ცილისწამება. ჯერ კიდევ 2011 წლიდან, სანამ 2012 წელს არჩევნებს მოვიგებდით, ამ ოჯახის წინააღმდეგ ყველაფერი იკადრეს, თუ რაიმე შეიძლებოდა. დღესაც გრძელდება ცილისწამება და სიბინძურე. მივესალმები, რა თქმა უნდა, იმ ფაქტს, რომ ადვოკატმა შეიტანა სარჩელი, რადგან სიცრუე უნდა დამთავრდეს. ეს არ არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება. როდესაც ადამიანზე საუბრობ და ამბობ კონკრეტულ რაღაცებს, ამის მტკიცებულებაც უნდა გქონდეს. ჩვენთან მიჩვეულები არიან ტელევიზიები, რომ ყოველგვარი არგუმენტების, მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს რაღაცებს აბრალებენ, შემდეგ კი შენ უნდა გამოხვიდე და ამტკიცო, რომ მართალი ხარ“
კახა კალაძე
„ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მეც მქონდა შემთხვევა, მაგალითად, ტელეკომპანია “პირველს” როდესაც მოვუგე სასამართლოში და მგონია, რომ ყველამ იგივე უნდა გააკეთოს. როდესაც ადამიანების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, რა თქმა უნდა, უნდა მიმართონ სასამართლოს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი ბერა ივანიშვილის სარჩელზე: „რაც გააკეთეს კონკრეტულმა ე.წ. ტელევიზიებმა, ეს იყო მორიგი თავდასხმის მცდელობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეზე, მნიშვნელოვანია ყველა სამართლებრივი ბერკეტის გამოყენება, რომ სიცრუეზე დაფუძნებული ტელევიზიები ყოველთვის ვამხილოთ სიცრუეში“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები