პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე: სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია, ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას, აღნიშნულმა ჩაკეტვამ დისკომფორტი შექმნა, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების სხვანაირად წარმოება შეუძლებელი იყო

თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირის ჩაკეტვით შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია.

თბილისის მერი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია მიწისქვეშა ქსელების რეაბილიტაცია. დასკვნით ეტაპზეა მიწისქვეშა გასასვლელების რეაბილიტაციის პროცესიც. მიმდინარეობს გარე განათების ქსელის მოწყობა და მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მონტაჟიც. ეწყობა ტროტუარები, საავტომობილო გზის საფუძველი, სადაც სულ მალე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა საფეხმავლო გადასასვლელები და დამონტაჟდება შუქნიშნები.

თბილისის მერმა, მოსახლეობას ამ პერიოდში შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამ მასშტაბის სამუშაოების სხვანაირად წარმოება, შეუძლებელი იყო:

"სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოპირკეთებისა და საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. საბოლოო ჯამში, როდესაც პროექტი დასრულდება, იქნება ძალიან ლამაზი და კეთილმოწყობილი. კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას, განსაკუთრებით ირგვლივ მცხოვრებ ადამიანებს, ოჯახებს, იმიტომ, რომ ძალიან დიდი დისკომფორტი შექმნა აღნიშნულმა ჩაკეტვამ, თუმცა ამ მასშტაბის სამუშაოების სხვანაირად წარმოება, უბრალოდ, შეუძლებელი იყო,"- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები