პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის მერია: „მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით. აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს“

თბილისის მერია

გადავსებული ურნების გამო გამოწვეული უკმაყოფილების შემდეგ, „თბილსერვის ჯგუფი“ ნარჩენების დაცლის ძველ გრაფიკს უბრუნდება — განაცხადა თბილისის მერიამ. მერიის ცნობით, საცდელმა განრიგმა აჩვენა, რომ მოსახლეობა ნაგავს დილით ყრის, რის გამოც ურნები დღის პირველ ნახევარში ივსებოდა.

თბილისის მერია: „მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით. აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს“
POSTV

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

“სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნების ფოტომასალა, რაც გამოწვეული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით.

ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს პიკის საათებში ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო.

სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს.

ტესტირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობა ნარჩენებს ყრის არა საღამოს საათებში, არამედ დილით, რაც იწვევს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, ნარჩენების ურნების დაცლა ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში სამჯერ, შესაბამისი რაიონებისა და უბნების მიხედვით. გარდა ამისა, პროცესი მუდმივად კონტროლდება სპეციალური შემოვლითი მარშრუტებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში და ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილებას პიკის საათებში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური„თბილსერვის ჯგუფი“ - გუშინ ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით - მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას
  2. რუსთავი 2სამთავრობო"თბილსერვის ჯგუფი" საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციური„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი“ — მერია განმარტავს, რატომ არ იყო ნაგავი გატანილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"თბილსერვის ჯგუფი" საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები