„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი“ — მერია განმარტავს, რატომ არ იყო ნაგავი გატანილი
თბილისის მერიის განმარტებით, დედაქალაქში ურნების ნაგვით გადავსება საცობების თავიდან ასაცილებლად დაწესებულმა ერთდღიანმა სატესტო გრაფიკმა გამოიწვია. უწყების ცნობით, „თბილსერვის ჯგუფი“ ნარჩენების გატანის ძველ გრაფიკს უბრუნდება.

თბილისის მერია ეხმაურება სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ ფოტომასალას, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნები ჩანს და ამბობს, ეს გამოწვეული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით.
„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, პიკის საათებში ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო. სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მერიის თანახმად, ცვლილების შედეგად შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს.
„ტესტირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობა ნარჩენებს ყრის არა საღამოს საათებში, არამედ დილით, რაც იწვევს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, ნარჩენების ურნების დაცლა ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში სამჯერ, შესაბამისი რაიონებისა და უბნების მიხედვით. გარდა ამისა, პროცესი მუდმივად კონტროლდება სპეციალური შემოვლითი მარშრუტებით“, — აცხადებს მერია და მოსახლეობას მოუწოდებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენები საღამოს საათებში გაიტანონ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია„თბილსერვის ჯგუფი“ - გუშინ ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით - მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას
"თბილსერვის ჯგუფი" საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია: „მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით. აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს“
ციტატები სტატიიდან
„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, პიკის საათებში ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო. სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით“
„ტესტირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობა ნარჩენებს ყრის არა საღამოს საათებში, არამედ დილით, რაც იწვევს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, ნარჩენების ურნების დაცლა ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში სამჯერ, შესაბამისი რაიონებისა და უბნების მიხედვით. გარდა ამისა, პროცესი მუდმივად კონტროლდება სპეციალური შემოვლითი მარშრუტებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…