პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"თბილსერვის ჯგუფი" საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია

„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებით, დედაქალაქში ურნების გადავსება საცობების თავიდან ასაცილებლად შემოღებულმა ერთდღიანმა სატესტო გრაფიკმა გამოიწვია. უწყების ცნობით, ექსპერიმენტის შემდეგ ნარჩენების გატანის პროცესი ისევ ძველი გრაფიკით გაგრძელდება.

"თბილსერვის ჯგუფი" საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსთავი 2

"თბილსერვის ჯგუფი“ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნების შესახებ სოციალურ ქსელში და მედიაში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნები ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით იყო გამოწვეული.

"თბილსერვის ჯგუფის" ინფორმაციით, გრაფიკი ერთი დღით სატესტოდ შეიცვალა და შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და ნარჩენების დაცლის პროცესი ისევ ძველი გრაფიკით გაგრძელდება.

"სოციალურ ქსელებსა და მედიაში ვრცელდება ფოტომასალა საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნების, რაც გამოწვეული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით.

ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, პიკის საათებში ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო.

სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს.

ტესტირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობა ნარჩენებს ყრის არა საღამოს საათებში, არამედ დილით, რაც იწვევს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, ნარჩენების ურნების დაცლა ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში სამჯერ, შესაბამისი რაიონებისა და უბნების მიხედვით. გარდა ამისა, პროცესი მუდმივად კონტროლდება სპეციალური შემოვლითი მარშრუტებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში და ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილებას პიკის საათებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალური„თბილსერვის ჯგუფი“ - გუშინ ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით - მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას
  2. ნეტგაზეთიოპოზიციური„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი“ — მერია განმარტავს, რატომ არ იყო ნაგავი გატანილი
  3. POSTVსამთავრობოთბილისის მერია: „მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით. აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის მერია: „მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით. აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები