პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„თბილსერვის ჯგუფი“ - გუშინ ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით - მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას

თბილისის მერია

„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებით, გადავსებული ურნები ერთდღიანმა საცდელმა განრიგმა გამოიწვია, კომპანია კი ძველ გრაფიკს უბრუნდება და მოქალაქეებს ნარჩენების საღამოს გატანისკენ მოუწოდებს.

„თბილსერვის ჯგუფი“ - გუშინ ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით - მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას
ინტერპრესნიუსი

ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი, რაც უკავშირდებოდა დედაქალაქის მერიის ცხელი ხაზის საშუალებით შემოსულ უამრავ ზარს, სადაც მოქალაქეები გამოხატავდნენ წუხილს, პიკის საათებში ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გამო, - ასე ეხმაურება „თბილსერვის ჯგუფი“ სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გადავსებული ურნების ფოტომასალას.

მათი განმარტებით, აღნიშნული ვითარება „თბილსერვის ჯგუფის“ ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილების გრაფიკის შეცვლით იყო გამოწვეული.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში.

„სწორედ მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით.

აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს.

ტესტირებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობა ნარჩენებს ყრის არა საღამოს საათებში, არამედ დილით, რაც იწვევს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მასშტაბით, ნარჩენების ურნების დაცლა ხორციელდება ყოველდღიურ რეჟიმში, დღეში სამჯერ, შესაბამისი რაიონებისა და უბნების მიხედვით. გარდა ამისა, პროცესი მუდმივად კონტროლდება სპეციალური შემოვლითი მარშრუტებით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანონ საღამოს საათებში, რაც თავიდან აგვაცილებს ურნების გადავსებას დღის პირველ ნახევარში და ნარჩენმზიდი ავტომანქანების გადაადგილებას პიკის საათებში“.- ნათქვამია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობო"თბილსერვის ჯგუფი" საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  2. ნეტგაზეთიოპოზიციური„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი“ — მერია განმარტავს, რატომ არ იყო ნაგავი გატანილი
  3. POSTVსამთავრობოთბილისის მერია: „მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, საცობების თავიდან აცილების მიზნით, გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ნარჩენების დაცლა ხდებოდა საცდელი განრიგით. აღნიშნული ცვლილების შედეგად, შეფასდა გრაფიკის გადანაცვლების რეალური ეფექტიანობა და „თბილსერვის ჯგუფი“ ისევ ძველი გრაფიკით გააგრძელებს ნარჩენების დაცლის პროცესს“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„ეს იყო ერთდღიანი სატესტო რეჟიმი“ — მერია განმარტავს, რატომ არ იყო ნაგავი გატანილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები