ელენე ხოშტარია - მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია! - მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც სისტემა უსამართლოდ ექცევა
„დროას“ პატიმრობაში მყოფი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და საზოგადოებამ მხარი იმ პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც უნდა დაუჭიროს, რომელთაც სისტემა უსამართლოდ ექცევა.

მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია! – მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც სისტემა უსამართლოდ ექცევა, - ამ განცხადებას პატიმრობაში მყოფი პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია აკეთებს.
ხოშტარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსში წერს, რომ ერთ წრეზე ვივლით იქამდე, ვიდრე არ შევეჩვევით, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით.
„ჩვენი ბრძოლა ცივილიზაციური ბრძოლაა. ეს არ არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნისთვის!
აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ყოველთვის გვაქვს მორალური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. ჩვენ ჩვენი ფასეულობების ჩამოყალიბებისა და კრისტალიზაციის პროცესში ვართ.
ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც უსამართლოდ ექცევა სისტემა. ამგვარი მეთოდებით ბრძოლა რომ მიუღებელია, სწორედ იმ ადამიანებზე უნდა თქვას საზოგადოებამ, რომლებიც მათთვის სრულიად მიუღებელია. სწორედ ეს გამოგვარჩევს რუსებისგან და „ქოცებისგან“. სწორედ ეს არის ჩვენი ძალა!
ჩვენ არასდროს დავემსგავსებით მათ. შურისძიებაში და ძალადობაში მათ ვერ და არ შევეჯიბრებით. ჩვენ აუცილებლად მოვუგებთ მათ სიმართლის ძალით!“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიახოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია
მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!- ელენე ხოშტარია
,,მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია!“ – ელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი ბრძოლა ცივილიზაციური ბრძოლაა. ეს არ არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნისთვის! აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ყოველთვის გვაქვს მორალური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. ჩვენ ჩვენი ფასეულობების ჩამოყალიბებისა და კრისტალიზაციის პროცესში ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც უსამართლოდ ექცევა სისტემა. ამგვარი მეთოდებით ბრძოლა რომ მიუღებელია, სწორედ იმ ადამიანებზე უნდა თქვას საზოგადოებამ, რომლებიც მათთვის სრულიად მიუღებელია. სწორედ ეს გამოგვარჩევს რუსებისგან და „ქოცებისგან“. სწორედ ეს არის ჩვენი ძალა! ჩვენ არასდროს დავემსგავსებით მათ. შურისძიებაში და ძალადობაში მათ ვერ და არ შევეჯიბრებით. ჩვენ აუცილებლად მოვუგებთ მათ სიმართლის ძალით!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…