პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯანდაცვის სამინისტრო - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს WHO-ს ხელმძღვანელის ხელმოწერით საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა, რაც მათ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.

ჯანდაცვის სამინისტრო - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა
იმედინიუსი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს (Georgian EMT-1) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის ხელმოწერით საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული კლასიფიკაცია ცენტრის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ თუ საგანგებო სამედიცინო მისიებში.

სერტიფიკატი საქართველოს წარმომადგენლებს ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, WHO-ს ორგანიზებულ EMT-ის მე-7 გლობალურ შეხვედრაზე გადაეცათ.

ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი და სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე ესწრებოდნენ.

გარდა ამისა, საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის გადაუდებელი დახმარების გუნდების რეგიონულ და სტრატეგიულ მრჩეველთა შეხვედრებში. სამუშაო ვიზიტი ეთიოპიაში 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღვოდა საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT-მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტები და წარმატებული ვერიფიკაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები