პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს WHO-ს ხელმძღვანელის ხელმოწერით საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა, რაც მათ ჰუმანიტარულ და საგანგებო მისიებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა
რუსთავი 2

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს (Georgian EMT-1) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის, ხელმოწერით საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა.

"აღნიშნული კლასიფიკაცია ცენტრის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ თუ საგანგებო სამედიცინო მისიებში.

სერტიფიკატი საქართველოს წარმომადგენლებს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, WHO-ს ორგანიზებულ EMT-ის მე-7 გლობალურ შეხვედრაზე გადაეცათ. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი და სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე ესწრებოდნენ.

გარდა ამისა, საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის გადაუდებელი დახმარების გუნდების რეგიონულ და სტრატეგიულ მრჩეველთა შეხვედრებში.

სამუშაო ვიზიტი ეთიოპიაში 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღოდა საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტები და წარმატებული ვერიფიკაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოჯანდაცვის სამინისტრო - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„აღნიშნული კლასიფიკაცია ცენტრის თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო ჰუმანიტარულ თუ საგანგებო სამედიცინო მისიებში. სერტიფიკატი საქართველოს წარმომადგენლებს, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში, WHO-ს ორგანიზებულ EMT-ის მე-7 გლობალურ შეხვედრაზე გადაეცათ. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი და სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე ესწრებოდნენ. გარდა ამისა, საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის გადაუდებელი დახმარების გუნდების რეგიონულ და სტრატეგიულ მრჩეველთა შეხვედრებში. სამუშაო ვიზიტი ეთიოპიაში 6 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ კლასიფიკაციის მინიჭებას წინ უძღოდა საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტები და წარმატებული ვერიფიკაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ჯანდაცვის სამინისტრო - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გუნდს საერთაშორისო სერტიფიკატი გადაეცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები