პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღე მიულოცა

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა სამტრედიაში ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ლიტურგიასა და სალოტბარო სკოლის გახსნაში მიიღეს მონაწილეობა.

კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღე მიულოცა
პირველი არხი

თბილისის მერმა კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს ეპარქიის განახლების 30 წლისთავი და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღე მიულოცა.

თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დღეს სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ საზეიმო წირვა აღავლინა.

საზეიმო ლიტურგიას კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად დაესწრო. დღეს, ტაძრის ტერიტორიაზე გაიხსნა სალოტბარო სკოლაც.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სიმბოლურია, რომ სალოტბარო სკოლა სწორედ ეპარქიის 30 წლისთავის დღეს გაიხსნა.

„ვულოცავ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს დღევანდელ დღეს – ეპარქიის განახლების 30 წლისთავს და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს გაიხსნა სალოტბარო სკოლაც, რასაც დიდი კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულება გააჩნია სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ქართული მრავალხმიანი სიმღერა და ტრადიციული გალობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რასაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება სალოტბარო სკოლის გახსნა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა ეროვნულ კულტურასთან, ქართულ ფესვებთან და განვითარდნენ ეროვნული ფასეულობებით. მადლობა ყველას, ვისი ინიციატივით და ძალისხმევით ეს იდეა განხორციელდა და იქცა რეალობად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. რუსთავი 2სამთავრობოპატრიარქი ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია
  2. იმედინიუსისამთავრობოსაქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
  3. პირველი არხისამთავრობომიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
  4. იმედინიუსისამთავრობოკახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30-ე წლისთავი მიულოცა
  5. რუსთავი 2სამთავრობოკახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი მიულოცა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვულოცავ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს დღევანდელ დღეს – ეპარქიის განახლების 30 წლისთავს და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს გაიხსნა სალოტბარო სკოლაც, რასაც დიდი კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულება გააჩნია სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ქართული მრავალხმიანი სიმღერა და ტრადიციული გალობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რასაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება სალოტბარო სკოლის გახსნა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა ეროვნულ კულტურასთან, ქართულ ფესვებთან და განვითარდნენ ეროვნული ფასეულობებით. მადლობა ყველას, ვისი ინიციატივით და ძალისხმევით ეს იდეა განხორციელდა და იქცა რეალობად“
კახა კალაძე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი მიულოცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები