კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სამტრედიაში ეპარქიის განახლების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრნენ, რომლის ფარგლებშიც სალოტბარო სკოლა გაიხსნა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს ეპარქიის განახლების 30 წლისთავი და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღე მიულოცა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დღეს სამტრედიაში, დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ საზეიმო წირვა აღავლინა.
საზეიმო ლიტურგიას კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად დაესწრო. დღეს, ტაძრის ტერიტორიაზე გაიხსნა სალოტბარო სკოლაც.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სიმბოლურია, რომ სალოტბარო სკოლა სწორედ ეპარქიის 30 წლისთავის დღეს გაიხსნა.
„ვულოცავ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს დღევანდელ დღეს - ეპარქიის განახლების 30 წლისთავს და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს გაიხსნა სალოტბარო სკოლაც, რასაც დიდი კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულება გააჩნია სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის და მთელი ქვეყნისთვის.
ქართული მრავალხმიანი სიმღერა და ტრადიციული გალობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რასაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება სალოტბარო სკოლის გახსნა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა ეროვნულ კულტურასთან, ქართულ ფესვებთან და განვითარდნენ ეროვნული ფასეულობებით. მადლობა ყველას, ვისი ინიციატივით და ძალისხმევით ეს იდეა განხორციელდა და იქცა რეალობად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაპატრიარქი ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
მიხეილ ყაველაშვილი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლებიდან 30 და ტაძრის კურთხევიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო
კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30-ე წლისთავი მიულოცა
კახა კალაძემ ხონისა და სამტრედიის ეპარქიას განახლების 30 წლისთავი და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღე მიულოცა
ციტატები სტატიიდან
„ვულოცავ ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მღვდელმთავრებსა და მრევლს დღევანდელ დღეს - ეპარქიის განახლების 30 წლისთავს და წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის კურთხევის დღეს. სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს გაიხსნა სალოტბარო სკოლაც, რასაც დიდი კულტურული და საგანმანათლებლო დანიშნულება გააჩნია სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის და მთელი ქვეყნისთვის. ქართული მრავალხმიანი სიმღერა და ტრადიციული გალობა ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რასაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება სალოტბარო სკოლის გახსნა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას ახალგაზრდებს, ჰქონდეთ წვდომა ეროვნულ კულტურასთან, ქართულ ფესვებთან და განვითარდნენ ეროვნული ფასეულობებით. მადლობა ყველას, ვისი ინიციატივით და ძალისხმევით ეს იდეა განხორციელდა და იქცა რეალობად“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…