შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა და ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარე მარლენ მამატალიევს შეხვდა. მხარეებმა საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო-სატრანსპორტო კავშირები და შუა დერეფნის განვითარება განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყირგიზეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარლენ მამატალიევს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყირგიზეთს შორის მზარდ თანამშრომლობას.
აღინიშნა უკანასკნელ წლებში განხორციელებული მაღალი დონის შეხვედრები და ვიზიტები.
შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
აღინიშნა საპარლამენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. ხაზი გაესვა საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ასევე, საუბარი შეეხო თანამშრომლობას ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტის მიმართულებებით.
ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა გამოხატეს ამ დერეფნის შემდგომ განვითარებაზე მუშაობის მზაობა.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ყირგიზეთის რესპუბლიკის ურქუნის მემორიალი გვირგვინით შეამკო, რომელიც 1916 წელს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ყირგიზი ხალხის მასობრივ ეროვნულ-განმათავისუფლებელ აჯანყებას ეძღვნება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში არიან: ილია ინჯია – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დავით მათიკაშვილი – საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი; დავით შერაზადიშვილი – სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; გიორგი ჭყონია – პარლამენტის წევრი და საქართველო-ყირგიზეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება
შალვა პაპუაშვილი, ოფიციალური ვიზიტით, ყირგიზეთში იმყოფება
შალვა პაპუაშვილმა, ყირგიზეთში ვიზიტის ფარგლებში, დილიდან გვირგვინით შეამკო ურქუნის მემორიალი და 1916 წლის ტრაგიკული მოვლენებისას დაღუპულებს პატივი მიაგო
შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…