პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დიმიტრი სამხარაძე: ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, "ქართული ოცნების" ჯარისკაცებისთვის

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე აცხადებს, რომ ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიაა დაწყებული. მისი მტკიცებით, ბერას „უსამშობლო აგენტურა“ და „მეხუთე კოლონა“ ებრძვის, თუმცა ის ამ ბრძოლას სამართლებრივადაც და მორალურადაც მოიგებს.

დიმიტრი სამხარაძე: ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, "ქართული ოცნების" ჯარისკაცებისთვის
რუსთავი 2

ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის, ნამდვილებისთვის! დიახ, ყველაფერი ნათელია, მაგრამ მე მაინც რამდენიმე ფაქტს მოვიყვან მტრების ფუჭი განზრახვით გავრცელებული დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

დიმიტრი სამხარაძის თქმით, ბერა არის პატიოსანი, ტრადიციულ და მორწმუნე ოჯახში გაზრდილი მართალი ადამიანი, 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი, რომელიც ბრძოლას სამართლებრივადაც მოიგებს.

„ბერას წინააღმდეგ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის შესახებ მინდა დავწერო! რამდენიმე ფაქტს ჩამოვთვლი, თუ რატომ ვერ დაამარცხებთ თქვენი ტყუილებით და რატომ ვერაფერს დააკლებთ ბერას და ერისკაცის ოჯახს!

ყველა საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქემ კარგად იცის, თუ რატომ ებრძვიან ბერას და რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის, „ქართული ოცნების“ ჯარისკაცებისთვის, ნამდვილებისთვის! დიახ, ყველაფერი ნათელია, მაგრამ მე მაინც რამდენიმე ფაქტს მოვიყვან მტრების ფუჭი განზრახვით გავრცელებული დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ!

აი, რატომ ვერაფერს დააკლებთ ბერას…

1. ბერა პატიოსანი და მართალი კაცია!

2. ტრადიციულ, მორწმუნე, სამშობლოზე შეყვარებულ ოჯახში გაზრდილი!

3. არის იქ, სადაც საქართველოა, ნამდვილებთან, ქვეყნის პატრიოტებთან ერთად!

4. 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედი!

5. ისე, როგორც ბატონი ბიძინა, ერისკაცი, ბოლომდე იცავს ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესებს!

6. მისაბაძი შვილი, მამა, მეუღლე, ჩვენი წინაპრების დანატოვარის დამცველი და ყველაფერ ქართულის ერთგული!

7. ქართველი კაცი, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის სანაცვლოდ არ ცვლის ენას, მამულსა და სარწმუნოებას!

8. ბრძოლაში ნამდვილების საიმედო ძმა, მაგალითის მომცემი!

9. თავისი საქმის პროფესიონალი, საქართველოს საზღვრებს გარეთ და სამშობლოში!

10. ნამდვილი, საქართველოსა და ჩვენი დიდი ოჯახის ჯარისკაცი!

ვინ ებრძვის ბერას?

უსამშობლო, გადამთიელების მონები, მანქურთები, აგენტურა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დასანგრევად, ქართველებისა და ყველაფერ ქართულის წინააღმდეგ არიან! სხვისი ქვეყნის ინტერესების გამტარებლები, მეხუთე კოლონა, საქართველოში ჩაბუდებული თავიანთი აყროლებული ტელევიზიებით, უინტელექტო და დაზომბებული წინკლიანი ჟურნალისტები!

დარწმუნებული ვარ, ბერა ამ ბრძოლას სამართლებრივადაც მოიგებს! მორალურად, კაცობითა და ქართველობით ის უკვე ისედაც გამარჯვებულია და ეს ტურტყლიანები მას ვერაფერს დააკლებენ!

ბერა, წარმატებები, ჩვენო ერთგულო ძმაო!’ - წერს დიმიტრი სამხარაძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ალიაოპოზიციური,,ბერა ისედაც გამარჯვებულია და ეს ტურტყლიანები მას ვერაფერს დააკლებენ!“ – დიტო სამხარაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,ბერა ისედაც გამარჯვებულია და ეს ტურტყლიანები მას ვერაფერს დააკლებენ!“ – დიტო სამხარაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები