დიმიტრი სამხარაძე: „განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ გალაშქრებას. “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ“
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მათი გუნდის წევრების გადაბირებას ცდილობს. მისი თქმით, პარტია ერთგულ წევრებს ბრძოლას არ უვიწყებს, ხოლო გუნდისთვის ზიანის მომტანებსა და მოსყიდულებს „სასტიკად და მწარედ“ მოექცევიან.

“გადამთიელების მეთოდი, ხრიკი ასეთია: როდესაც ხალხის სამსახურში ხარ, ემსახურები საკუთარი ქვეყნის ინტერესებს. პრიორიტეტი შენი ბერი და ერია! იბრძვი სამშობლოს კეთილდღეობისთვის და გყავს აგენტურული ოპოზიციური სინდიკატი, რომლებიც გადამთიელების ინტერესებს იცავენ, ხელს გიშლიან დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში და, ამ დროს, ურეიტინგოები არიან; შენს გუნდში, ოჯახში, რომელიც ერისკაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ცდილობენ, ვინმე გადაიბირონ, ჩალიჩობენ!“ – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
„განულებული, დაცემული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ სუსტების, ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ გალაშქრებას!
კარგი ის არის, რომ ასეთ ვირთხებს დროულად ვავლენთ. ზოგი მერე პარტიებს ქმნის, ან რაღაცებს, და მაინც მინდა ვთქვა! როგორც გახარიას მაგალითით დაწყებული, ახლაც, ზოგიერთების ჩვენი დიდი ოჯახიდან გასვლით ან გაგდებით, ყველამ მინდა იცოდეს: „ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, ერისკაცის დაწყებული გზის დაცვას, რომელიც ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება!
არ ვივიწყებთ 2011-2012 წლებს და ამით ვამაყობთ, მაგრამ ჭორიკნებს, გუნდისთვის ზიანის მომტანებს, გადამთიელების მიერ მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ. სასტიკად და მწარედ!!!” – წერს სამხარაძე.
ციტატები სტატიიდან
„არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, ერისკაცის დაწყებული გზის დაცვას, რომელიც ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებას ემსახურება! არ ვივიწყებთ 2011-2012 წლებს და ამით ვამაყობთ, მაგრამ ჭორიკნებს, გუნდისთვის ზიანის მომტანებს, გადამთიელების მიერ მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ. სასტიკად და მწარედ!!!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.