ირაკლი კირცხალია: მონობა ქართველებს არასდროს აგვირჩევია და არც ავირჩევთ. ერთგული ვრჩებით იმ ევროპის, რომელი ევროპის დროსაც 78-ე მუხლი გაჩნდა ჩვენს კონსტიტუციაში
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მონობა ქართველებს არასდროს აურჩევიათ და ქვეყანა ერთგული რჩება იმ ევროპის, როდესაც კონსტიტუციაში 78-ე მუხლი ჩაიწერა.

ჯერ ჩამოყალიბდნენ, ფართოვდებიან თუ არ ფართოვდებიან. სულ რომ ხალიჩა დაგიგონ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს ეუბნებიან, რომ თუ კავშირში გაწევრიანდებიან, ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან უპასუხა კითხვას - ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით რა მოლოდინი აქვს მმართველ პარტიას?
„კითხვას ვსვამ - რომელ კავშირში უნდა თავმოყვარე ქვეყანას განვითარდეს, სადაც არანაირი უფლება არ ექნება? მონობა ქართველებს არასდროს აგვირჩევია და არც ავირჩევთ. ერთგული ვრჩებით იმ ევროპის, რომელი ევროპის დროსაც 78-ე მუხლი გაჩნდა ჩვენს კონსტიტუციაში და დღეს სად არის ევროპა - ჯერ ფართოვდებიან, შემდეგ არა, გავფართოვდები იმ შემთხვევაში, თუ სიტყვის თქმის უფლება არ გექნება, როცა გეტყვი, უნდა დაიძინო და როცა გეტყვი, გაიღვიძო - ამ პოლიტიკით, რა თქმა უნდა, საქართველოშიც შეუმცირდებათ რეიტინგი და ამ მმართველობას თავიანთ ქვეყნებშიც როგორ უმცირდებათ რეიტინგი, რა მოვლენები ვითარდება, ამას მთელი მსოფლიო ძალიან კარგად ხედავს“, - აღნიშნა კირცხალიამ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„კითხვას ვსვამ - რომელ კავშირში უნდა თავმოყვარე ქვეყანას განვითარდეს, სადაც არანაირი უფლება არ ექნება? მონობა ქართველებს არასდროს აგვირჩევია და არც ავირჩევთ. ერთგული ვრჩებით იმ ევროპის, რომელი ევროპის დროსაც 78-ე მუხლი გაჩნდა ჩვენს კონსტიტუციაში და დღეს სად არის ევროპა - ჯერ ფართოვდებიან, შემდეგ არა, გავფართოვდები იმ შემთხვევაში, თუ სიტყვის თქმის უფლება არ გექნება, როცა გეტყვი, უნდა დაიძინო და როცა გეტყვი, გაიღვიძო - ამ პოლიტიკით, რა თქმა უნდა, საქართველოშიც შეუმცირდებათ რეიტინგი და ამ მმართველობას თავიანთ ქვეყნებშიც როგორ უმცირდებათ რეიტინგი, რა მოვლენები ვითარდება, ამას მთელი მსოფლიო ძალიან კარგად ხედავს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…