ირაკლი კირცხალია: ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ხელისუფლების უმთავრესი ლეგიტიმაცია ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანია, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას სურს ისეთი ევროპა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა დაცული.

ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია არის ის მილიონ 120 ათასზე მეტი ადამიანი, რომელმაც 2024 წელს „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ დასმული კითხვის პასუხად.
კირცხალიას თქმით, როდესაც ლეგიტიმაციასა და 78-ე მუხლზეა საუბარი, აღსანიშნავია, რომ ევროპა ფასეულობებსა და ღირებულებებზე დგას.
„ჩვენ გვინდა ის ფასეულობები და ის ღირებულებები, რაზეც ევროპა იდგა. რაზეც დღეს დგას ევროპა და დღევანდელი ბიუროკრატია, ამას პასუხს თვითონ ევროპაში ვხედავთ, რა პასუხს აძლევს თავიანთივე საზოგადოება. ჩვენ გვინდა ის ევროპა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა“, - აღნიშნა მან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„ჩვენ გვინდა ის ფასეულობები და ის ღირებულებები, რაზეც ევროპა იდგა. რაზეც დღეს დგას ევროპა და დღევანდელი ბიუროკრატია, ამას პასუხს თვითონ ევროპაში ვხედავთ, რა პასუხს აძლევს თავიანთივე საზოგადოება. ჩვენ გვინდა ის ევროპა, სადაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…