პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე - ჯერ ჩამოყალიბდნენ ფართოვდებიან, არ ფართოვდებიან, ღიას ტოვებენ კარს, ოდნავ ხურავენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს „მონურ სულისკვეთებას“ კარნახობს და გაწევრიანების შემთხვევაში ხმის უფლების წართმევით ემუქრება.

ირაკლი კირცხალია ევროკავშირის გაფართოების ანგარიშზე - ჯერ ჩამოყალიბდნენ ფართოვდებიან, არ ფართოვდებიან, ღიას ტოვებენ კარს, ოდნავ ხურავენ
ინტერპრესნიუსი

ჯერ ჩამოყალიბდნენ ფართოვდებიან, არ ფართოვდებიან, ღიას ტოვებენ კარს, ოდნავ ხურავენ - ისედაც მონურ სულისკვეთებას გვკარნახობენ, რომ უნდა იყო ცალ ფეხზე მდგომი, მონური სულისკვეთებით და ამ ყველაფერთან ერთად გვეუბნებიან, რომ ხმის უფლებაც არ გექნებათო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებებისა და გაფართოებასთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებლობის გამო მათი რეიტინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც მცირდება.

„ყველაზე მთავარი ის არის, რომ რაზეც არ უნდა ჩამოყალიბდნენ და სულ რომ ხალიჩა დაგიგონ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს ეუბნებიან, რომ თქვენ თუ გაწევრიანდებით კავშირში, არ გექნებათ ხმის უფლება. ისედაც მონურ სულისკვეთებას გვკარნახობენ, რომ უნდა იყო ცალ ფეხზე მდგომი, მონური სულისკვეთებით და ამ ყველაფერთან ერთად გვეუბნებიან, რომ ხმის უფლებაც არ გექნებათო. კითხვას ვსვამ, რომელ კავშირში უნდა თავმოყვარე ქვეყანას განვითარდეს, სადაც არანაირი უფლება არ ექნება. მონობა ჩვენ ნამდვილად არ აგვირჩევია არასდროს, ქართველებს და არც არასდროს ავირჩევთ. ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ სულისკვეთების და იმ ევროპის, რომელი სულისკვეთებისა და რომელი ევროპის დროსაც 78-ე მუხლი გაჩნდა ჩვენს კონსტიტუციაში და დღეს სად არის ევროპა და როგორ აფასებს, სამწუხაროდ, საზოგადოება?! დღითი დღე და თვიდან თვემდე არა ჩვენი გამოისობით, არამედ მათი ამ პოლიტიკით და ასეთი განცხადებებით: რომ ჯერ ფართოვდებიან, შემდეგ არ ფართოვდებიან, გავფართოვდები იმ შემთხვევაში, თუ შემოხვალ და სიტყვის უფლება არ გექნებათო, ხმის ამოღების უფლება არ გექნებათო, როცა გეტყვი უნდა დაიძინო, როცა გეტყვით უნდა გაიღვიძო, ამ პოლიტიკით, რა თქმა უნდა, საქართველოშიც შეგიმცირდება რეიტინგი და თვითონ ამ მმართველობას თავიანთ ქვეყნებში როგორ უმცირდებათ რეიტინგი და რა მოვლენები მიმდინარეობს დღეს, ამას ჩვენც, თქვენც და მთელი მსოფლიოც კარგად ხედავს“.- განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, ევროკომისია 4 ნოემბერს გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს.

„მოსალოდნელია, რომ ანგარიშში განმეორდეს შარშანდელი შეფასება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა „მხოლოდ სახელით“, თუმცა მას კანდიდატის სტატუსი არ ჩამოერთმევა, - ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აქვეყნებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კირცხალია: მონობა ქართველებს არასდროს აგვირჩევია და არც ავირჩევთ. ერთგული ვრჩებით იმ ევროპის, რომელი ევროპის დროსაც 78-ე მუხლი გაჩნდა ჩვენს კონსტიტუციაში
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ირაკლი კირცხალია: მონობა ქართველებს არასდროს აგვირჩევია და არც ავირჩევთ. ერთგული ვრჩებით იმ ევროპის, რომელი ევროპის დროსაც 78-ე მუხლი გაჩნდა ჩვენს კონსტიტუციაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები