პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სებ-ი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბანკების შვილობილებზე ლიცენზიებს გამარტივებულად გასცემს | კანონპროექტი

საქართველოს ეროვნული ბანკისაქართველოს პარლამენტი

პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, მაღალი რეპუტაციის, ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალე მფლობელობის მქონე საერთაშორისო ბანკების შვილობილებისთვის საქართველოში საბანკო ლიცენზიის გაცემის წესი მარტივდება.

სებ-ი მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ბანკების შვილობილებზე ლიცენზიებს გამარტივებულად გასცემს | კანონპროექტი
BM.GE

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, საქართველოში საერთაშორისო ბანკების შვილობილების ლიცენზირების წესი უნდა გამარტივდეს. ცვლილებების მიზანი, უცხოური ბანკებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილებით, ფინანსური მდგრადობითა და გამჭვირვალე მფლობელობის სტრუქტურით გამოირჩევიან, ქვეყანაში საქმიანობის დაწყების პროცედურები შემსუბუქებაა - ამას ითვალისწინებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის და საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის და ამავე კომიტეტის წევრების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილებები „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეაქვს.

კანონპროექტით, უცხოური ბანკის სანდოობის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს შეფასება. მისაღები სარეიტინგო სააგენტოების ჩამონათვალსა და რეიტინგის მინიმალურ მოთხოვნებს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს. ასევე, ეროვნული ბანკი დაადგენს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა საბანკო ზედამხედველობის სისტემაც სანდოდ ჩაითვლება.

გამარტივებული ლიცენზირების პროცედურა შეეხება გამოცდილ, რეპუტაციის მქონე, გამჭვირვალე მფლობელობის სტრუქტურისა და ფინანსური მდგომარეობის მქონე უცხოურ ბანკებს. ამასთან, ლიცენზიის მაძიებელი ბანკის საზედამხედველო კაპიტალი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ცვლილებებით ასევე ზუსტდება ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი. კერძოდ, უცხოურ ბანკს აღარ მოეთხოვება ყველა აქციონერის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენა. მოთხოვნა გავრცელდება მნიშვნელოვან წილის მფლობელებზე, მფლობელობის შუალედურ რგოლებსა და საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეებზე.

საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების შემდეგ ეროვნულ ბანკს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მისაღებად ან არსებულის შესაცვლელად 12-თვიანი ვადა ექნება.

"უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წესით, თუ აღნიშნულ ბანკს აქვს ცნობადობის მაღალი დონე, კარგი რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები, გამჭვირვალობის მაღალი დონე და აკმაყოფილებს უცხოური სანდო ბანკისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. მეტი სიცხადისთვის კანონპროექტით ზუსტდება სალიცენზიო მოთხოვნები, მათ შორის, ნაცვლად განაღდებული კაპიტალის ოდენობისა, ლიცენზიის მაძიებელს მოეთხოვება, რომ მისი საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა შეესაბამებოდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კომერციული ბანკების შესახებ კანონში უცხოური სანდო ბანკის სტატუსის შესახებ ჩანაწერი 2017 წლიდან არსებობს, ახლა კი ამ სტატუსის მქონე ბანკებს საქართველოში საბანკო ლიცენზიის მიღება გამარტივებული წესით შეეძლებათ.

"უცხოური სანდო ბანკი – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი. ეროვნული ბანკი ადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს", - ნათქვამია მოქმედ კანონში, აღნიშნული ჩანაწერი 2017 წლიდან არის ძალაში, თუმცა ცვლილებების შედეგად ამ სტატუსის მქონე ბანკებს საქართველოში შვილობილების დაფუძნება გამარტივებული პროცედურით შეეძლებათ.

BMG მიმართავს როგორც პარლამენტს, ასევე ეროვნულ ბანკს კითხვით უკავშირდება თუ არა კანონის მოთხოვნების გამარტივება ქვეყანაში რომელიმე საერთაშორისო ბანკის მიერ ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლისთვის გამოთქმულ ინტერესს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წესით, თუ აღნიშნულ ბანკს აქვს ცნობადობის მაღალი დონე, კარგი რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები, გამჭვირვალობის მაღალი დონე და აკმაყოფილებს უცხოური სანდო ბანკისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. მეტი სიცხადისთვის კანონპროექტით ზუსტდება სალიცენზიო მოთხოვნები, მათ შორის, ნაცვლად განაღდებული კაპიტალის ოდენობისა, ლიცენზიის მაძიებელს მოეთხოვება, რომ მისი საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა შეესაბამებოდეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, რაც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან“
„უცხოური სანდო ბანკი – განვითარებული ქვეყნის ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი. ეროვნული ბანკი ადგენს კომპეტენტურ საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციათა ნუსხას და თითოეული კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიხედვით განსაზღვრავს რეიტინგის დონეს“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მიკრობანკებს სავალუტო დაკრედიტება და ₾2 მილიონამდე სესხების გაცემა შეეძლებათ | კანონპროექტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები