პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერისგან ისმენ ასეთ განცხადებებს და უყურებ კომედიური ჟანრის წერილებს. რომელ წამებაზე საუბრობს?! არასერიოზულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება

ნაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებას წამების შესახებ არასერიოზული უწოდა და აღნიშნა, რომ პატიმართა უფლებები ქვეყანაში დაცულია.

ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერისგან ისმენ ასეთ განცხადებებს და უყურებ კომედიური ჟანრის წერილებს. რომელ წამებაზე საუბრობს?! არასერიოზულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება
იმედინიუსი

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ყოფილი პრემიერისგან ისმენ ასეთ განცხადებებს და უყურებ კომედიური ჟანრის წერილებს. მერე გეხმიანებიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მეხოტბეები და არაერთხელ გაგვიკეთებია ამაზე ნებსით თუ უნებლიედ განცხადებები, გამოდიხარ და ჯდები იმ ნავში, რომელი ნავიც პოლიტიკურად ჩაძირულია, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებაზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წამების მსხვერპლია.

მისი განცხადებით, დაცვის მხარეს ბევრი რამის თქმა შეუძლია თუმცა მანაც და ირაკლი ღარიბაშვილმაც კარგად იციან, რომ ამ ქვეყანაში პატრის უფლებები არის დაცული.

„დაცვის მხარეს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაგრამ ერთი, რასაც ვეტყოდი ბატონ ირაკლის და ძალიან კარგად იცის მანაც და მისმა უფლებადამცველებმაც, რომ პატიმრის უფლება 2012 წლის შემდეგ არის დაცული. რომელ წამებაზე საუბრობს?! არასერიოზულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დაცვის მხარეს ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია, მაგრამ ერთი, რასაც ვეტყოდი ბატონ ირაკლის და ძალიან კარგად იცის მანაც და მისმა უფლებადამცველებმაც, რომ პატიმრის უფლება 2012 წლის შემდეგ არის დაცული. რომელ წამებაზე საუბრობს?! არასერიოზულია ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება“
ირაკლი კირცხალია
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები