პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია - ირაკლი კირცხალია

ქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემა "ღამის კურიერში" ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილები შეაფასა. მისი თქმით, ღარიბაშვილის რიტორიკა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას ემსგავსება და არ გამორიცხავს, რომ მის წერილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს.

არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია - ირაკლი კირცხალია
რუსთავი 2

"არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერში" საუბრის დროს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილებთან დაკავშირებით განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, რაც დრო გადის, ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას ემსგავსება.

"მან თვითონ მიიყვანა თავის თავი ამ მდგომარეობამდე. ისეთი ხელწერითა და ისეთი ქრონოლოგიით მიდის, არ გამოვრიცხავ, შემდეგ წერილს ეკა გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან გამოხმაურება მოჰყვეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჩვენი მხრიდან კეთდება ეს განცხადება, მაგრამ თავად ჩაიგდო თავის თავი ამ მდგომარეობაში. რა შეფასებასაც ვაძლევთ, სრულიად ლოგიკური შეფასებაა. მერამდენე წერილია, უკვე აღარც მახსოვს, არც იყო სერიოზული ეს ყველაფერი, მაგრამ ქრონოლოგია და მიმდინარეობა, რაც დრო გადის, იმ ხელწერას ემსგავსება, რომელსაც ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობაში".

ანუ რას ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი, რომ თურმე მისით ამოდიოდა ქვეყანაში მზე და მისით ჩაესვენა მზე?! ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. POSTVსამთავრობოირაკლი კირცხალია: „არ გამოვრიცხავ, მის შემდეგ წერილს გიგაურის, ლომჯარიას, ან რომელიმე აგენტურული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილს: სამწუხაროა, რომ წარსულში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამ დონემდე დახვედით და კომიკურობამდე მისულ კიდევ ერთ პერსონას დაემსგავსეთ - თქვენ სააკაშვილის გზით წახვედითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები