პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ერდოღანი ყაველაშვილს: ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება. მეგობარ ქართველ ერს ვუსურვებ ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას მიხეილ ყაველაშვილს მეგობრული ურთიერთობების გაგრძელებისა და მშვიდობის სურვილებით მიმართა.

ერდოღანი ყაველაშვილს: ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება. მეგობარ ქართველ ერს ვუსურვებ ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას
იმედინიუსი

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა.

„თქვენო აღმატებულებავ, სამხრეთ კორეისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, მსურს პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ ყველაზე გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები თქვენს აღმატებულებასა და ქვეყანას. ვიყენებ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობარ ქართველ ერს - ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის გზავნილში.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მრავალწლიანი ურთიერთობები და საერთო პასუხისმგებლობა აკავშირებთ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობორეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილს მიმართა – თქვენო აღმატებულებავ, მსურს, პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, საქართველოს პრეზიდენტს თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თქვენო აღმატებულებავ, სამხრეთ კორეისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, მსურს პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ ყველაზე გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები თქვენს აღმატებულებასა და ქვეყანას. ვიყენებ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობარ ქართველ ერს - ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და თურქეთს მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. ჩვენთვის ნამდვილი პარტნიორობა გულისხმობს ღია და კონსტრუქციული დიალოგისთვის მუდმივ მზაობას. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები