რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიხეილ ყაველაშვილს მიმართა – თქვენო აღმატებულებავ, მსურს, პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას მიხეილ ყაველაშვილს მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა, რაზეც ყაველაშვილმა მას მადლობა გადაუხადა.

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს, თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„თქვენო აღმატებულებავ, სამხრეთ კორეისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, მსურს, პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ ყველაზე გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები თქვენს აღმატებულებასა და ქვეყანას. ვიყენებ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობრულ ქართველ ერს – ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია თურქეთის რეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გზავნილში.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, მიხეილ ყავლეაშვილმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს, როგორც მეზობელ ქვეყნებს, მრავალწლიანი ურთიერთობები და საერთო პასუხისმგებლობა აკავშირებთ რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცების საქმეში.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ურთიერთპატივისცემისა და საერთო ინტერესების საფუძველზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაერდოღანი ყაველაშვილს: ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება. მეგობარ ქართველ ერს ვუსურვებ ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, საქართველოს პრეზიდენტს თბილი მისალმებისა და კეთილი სურვილების გზავნილი გადასცა
ციტატები სტატიიდან
„თქვენო აღმატებულებავ, სამხრეთ კორეისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთისას, მსურს, პირადად ჩემი და ჩემი დელეგაციის სახელით გადმოგცეთ ყველაზე გულწრფელი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები თქვენს აღმატებულებასა და ქვეყანას. ვიყენებ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მტკიცე რწმენა იმისა, რომ ჩვენს ორ ერს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, განმტკიცდება და განვითარდება. თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას, ხოლო მეგობრულ ქართველ ერს – ხანგრძლივ მშვიდობას, პროგრესსა და კეთილდღეობას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…