პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყველა მიღწევას აზრი დაეკარგება, თუ უგუნურად მოვიქცევით და არჩევნებში ჩვენი ქვეყნის მოძულე ადამიანებს გავამარჯვებინებთ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ყველა მიღწევას აზრი დაეკარგება, თუ ამომრჩევლები ქვეყნის მოძულე ადამიანებს გაამარჯვებინებენ. შეერთებულ შტატებში დღეს შუალედური არჩევნები იმართება, სადაც კონგრესის ორივე პალატის წევრებსა და 36 შტატში გუბერნატორებს ირჩევენ.

ყველა მიღწევას აზრი დაეკარგება, თუ უგუნურად მოვიქცევით და არჩევნებში ჩვენი ქვეყნის მოძულე ადამიანებს გავამარჯვებინებთ - დონალდ ტრამპი
რუსთავი 2

ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს შუალედური არჩევნები იმართება. ამერიკელები კონგრესის წევრებსა და შტატების ნაწილში ხელისუფლებას ირჩევენ. კენჭისყრის შედეგად აირჩევენ წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრებს. გარდა ამისა, 36 შტატში აირჩევენ გუბერნატორებს.

ამჟამად კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ. კონგრესი ამტკიცებს კანონებსა და ფედერალურ ბიუჯეტს, ასევე აკონტროლებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. შესაბამისად, მედია, წერს, რომ თუ დემოკრატები ერთ ან ორივე პალატაში უმრავლესობას მოიპოვებენ, დონალდ ტრამპს საკუთარი პოლიტიკის გატარება გაურთულდება.

აშშ-ში ერთიანი ცენტრალური საარჩევნო სისტემა არ მოქმედებს - კენჭისყრისა და ხმების დათვლის წესებს თითოეული შტატი ინდივიდუალურად განსაზღვრავს. ამომრჩევლებს ხმის მიცემა საარჩევნო უბანზე, წინასწარი კენჭისყრით ან ფოსტით შეუძლიათ. ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების გადამოწმებასა და დათვლას კი დამატებითი დრო სჭირდება.

"ყველა მიღწევას აზრი დაეკარგება, თუ უგუნურად მოვიქცევით და არჩევნებში ჩვენი ქვეყნის მოძულე ადამიანებს გავამარჯვებინებთ. თუ არჩევნებზე იმ ადამიანების ნაწილი მაინც მივა, რომლებმაც ბოლო არჩევნებში მხარი დამიჭირეს, ჩვენ გამანადგურებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. თუმცა, როგორც წესი, შუალედურ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ვერ იმარჯვებს - მნიშვნელობა არ აქვს, ის რესპუბლიკელია თუ დემოკრატი, კარგი პრეზიდენტია, შესანიშნავი თუ ცუდი. რატომღაც, ასე ხდება. თუმცა, ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ", - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ყველა მიღწევას აზრი დაეკარგება, თუ უგუნურად მოვიქცევით და არჩევნებში ჩვენი ქვეყნის მოძულე ადამიანებს გავამარჯვებინებთ. თუ არჩევნებზე იმ ადამიანების ნაწილი მაინც მივა, რომლებმაც ბოლო არჩევნებში მხარი დამიჭირეს, ჩვენ გამანადგურებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. თუმცა, როგორც წესი, შუალედურ არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ვერ იმარჯვებს - მნიშვნელობა არ აქვს, ის რესპუბლიკელია თუ დემოკრატი, კარგი პრეზიდენტია, შესანიშნავი თუ ცუდი. რატომღაც, ასე ხდება. თუმცა, ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ“
დონალდ ტრამპი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ში დღეს შუალედური არჩევნები ჩატარდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები