პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდა - რა ჩანს და ისმის ფარულ ჩანაწერში

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს ქალი და მისი მეგობარი, რომლებიც არასრულწლოვან შვილს ფიზიკური ძალადობითა და მუქარით მოწყალების თხოვნას და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ. საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი.

"პირველებისთვის" ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - როგროც ირკვევა, დაკავებულთაგან ერთ-ერთი იმ მოზარდის დედაა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვან შვილს მოწყალებას და 100 ლარის შეგროვებას ცემით, მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა.

საქმეში დევს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ სკოლის მოსწავლე სისტემური ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია.

უმძიმეს ფაქტზე ხელბორკილები დაადეს ასევე კიდევ ერთ ქალს, რომელიც "პირველების" ინფორმაციით ბავშის დედის მეგობარია.

ჩანაწერში ისმის, რომ თუ სკოლის მოსწავლეს დადგენილ თანხას არ შეაგროვებდა, იქამდე მოწყალებსი შეწყვეტას ვერ შეძლებდა. ირკვევა, რომ ტრეფინგის მსხვერპლი სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდა და საგაკვეთილო პროცეს სისტემატურად აცდენდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.

გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემუშავებული გეგმის განხორციელებისა და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიდააკავეს პირები, რომლებიც არასრულწლოვანს ცემით, ზეწოლითა და მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოარასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს
  3. ფორმულაოპოზიციურიარასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
  4. ბათუმელებიოპოზიციურიდააკავეს ორი პირი, რომლებიც მოზარდს მუქარით აიძულებდნენ მოწყალების თხოვნას
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები