პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დედა 11 წლის შვილს შრომით ექსპლუატაციას უწევდა - 2 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ 11 წლის შვილის შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებით დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ისინი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით ბავშვს თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ და სკოლაში სიარულის საშუალებას არ აძლევდნენ.

დედა 11 წლის შვილს შრომით ექსპლუატაციას უწევდა - 2 პირს ბრალდება წარედგინა
ფორმულა

პროკურატურამ 11 წლის არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მეგობართან ერთად, მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებული შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2024 წლის აპრილიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

"ბრალდებულები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით არასრულწლოვანს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას. ყოველდღიურად უწესებდნენ შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. ბრალდებულები არასრულწლოვანს არ აძლევდნენ სკოლაში სიარულის და განათლების მიღების შესაძლებლობას, ღამის საათებში დაჰყავდათ მისთვის შეუსაბამო ადგილებში, ხოლო საცხოვრებლად სხვადასხვა მისამართზე, არასათანადო პირობებში გადაჰყავდათ. არასრულწლოვანი არ იყო უზრუნველყოფილი საკვებით და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 2
  1. ბათუმელებიოპოზიციურიბრალი წარუდგინეს დედას, რომელიც 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა
  2. რუსთავი 2სამთავრობო11 წლის ბავშვის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ბრალდება არასრულწლოვნის დედასა და მის მეგობარს წარუდგინეს
  3. ალიაოპოზიციურიბრალი წარუდგინეს დედას, რომელიც არასრულწლოვან შვილს სკოლაში სიარულს უკრძალავდა და მოწყალებას აიძულებდა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბრალდებულები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით არასრულწლოვანს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას. ყოველდღიურად უწესებდნენ შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. ბრალდებულები არასრულწლოვანს არ აძლევდნენ სკოლაში სიარულის და განათლების მიღების შესაძლებლობას, ღამის საათებში დაჰყავდათ მისთვის შეუსაბამო ადგილებში, ხოლო საცხოვრებლად სხვადასხვა მისამართზე, არასათანადო პირობებში გადაჰყავდათ. არასრულწლოვანი არ იყო უზრუნველყოფილი საკვებით და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
11 წლის ბავშვის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ბრალდება არასრულწლოვნის დედასა და მის მეგობარს წარუდგინესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები