პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოზარდს მუქარით აიძულებდნენ მოწყალების თხოვნას

შინაგან საქმეთა სამინისტრო

თბილისში არასრულწლოვანით ვაჭრობის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს, რომლებიც, შსს-ს ცნობით, მოზარდს ძალადობითა და მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ. თანხის შეუგროვებლობის შემთხვევაში ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

დააკავეს ორი პირი, რომლებიც მოზარდს მუქარით აიძულებდნენ მოწყალების თხოვნას
ბათუმელები

არასრულწლოვანით ვაჭრობის, ტრეფიკინგის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შემთხვევა თბილისში მოხდა. ორივე დაკავებული ქალია.

შსს-ს გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს და მას ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ.

„იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ“ – წერს შსს.

შსს იუწყება, რომ სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიდააკავეს პირები, რომლებიც არასრულწლოვანს ცემით, ზეწოლითა და მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოარასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს
  3. ფორმულაოპოზიციურიარასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
  4. TV პირველიოპოზიციურიდედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდა - რა ჩანს და ისმის ფარულ ჩანაწერში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები