პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, რომლებიც ბავშვს ძალადობითა და მუქარით დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ. საქმეზე გამოძიება 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, დაზარალებული კი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოშია გადაყვანილი.

არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
ფორმულა

არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბრალდებულები შემუშავებული გეგმის განხორციელებისა და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

"სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს.

ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიდააკავეს პირები, რომლებიც არასრულწლოვანს ცემით, ზეწოლითა და მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ
  2. რუსთავი 2სამთავრობოარასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს
  3. ბათუმელებიოპოზიციურიდააკავეს ორი პირი, რომლებიც მოზარდს მუქარით აიძულებდნენ მოწყალების თხოვნას
  4. TV პირველიოპოზიციურიდედა არასრულწლოვან შვილს მოწყალების თხოვნასა და დღეში 100 ლარის შეგროვებას აიძულებდა - რა ჩანს და ისმის ფარულ ჩანაწერში
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პოლიციამ თბილისში თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები