ბრალი წარუდგინეს დედას, რომელიც 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა
პროკურატურამ 11 წლის შვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე დედასა და მის მეგობარს ბრალი წარუდგინა. უწყების ცნობით, ისინი მოზარდს თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას ძალადობით აიძულებდნენ, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს, 3 ნოემბერს, პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე არასრულწლოვანის დედას და მის მეგობარს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება 11 წლის არასრულწლოვანის შრომით ექსპლუატაციას – დედა და მისი მეგობარი, 11 წლის მოზარდს თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ 2024 წლიდან.
„ბრალდებულები ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობით არასრულწლოვანს აიძულებდნენ თბილისის ქუჩებში მოწყალების თხოვნას. ყოველდღიურად უწესებდნენ შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ.
ბრალდებულები არასრულწლოვანს არ აძლევდნენ სკოლაში სიარულის და განათლების მიღების შესაძლებლობას, ღამის საათებში დაჰყავდათ მისთვის შეუსაბამო ადგილებში, ხოლო საცხოვრებლად სხვადასხვა მისამართზე, არასათანადო პირობებში გადაჰყავდათ. არასრულწლოვანი არ იყო უზრუნველყოფილი საკვებით და სეზონის შესაბამისი ტანსაცმლით“ – წერს პროკურატურა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატია11 წლის ბავშვის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე, ბრალდება არასრულწლოვნის დედასა და მის მეგობარს წარუდგინეს
ბრალი წარუდგინეს დედას, რომელიც არასრულწლოვან შვილს სკოლაში სიარულს უკრძალავდა და მოწყალებას აიძულებდა
დედა 11 წლის შვილს შრომით ექსპლუატაციას უწევდა - 2 პირს ბრალდება წარედგინა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…