პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ თერჯოლაში დაიწყო

ComCom - კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 13 სოფლის 14 წელს ზემოთ მცხოვრებლებს უფასო ტრენინგები ჩაუტარდებათ.

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ თერჯოლაში დაიწყო
იმედინიუსი

კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებების ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია. ტრენინგები ჩატარდება თემებზე: ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამიზნე სოფლებია: ბროლიქედი, გოდოგანი, დელტასუბანი, ეწერი, ვარდიგორა, თავასა, თუზი, კაკაბოური, ნავენახევი, ნაგარევი, სკანდე, ჩიხორი და ჭოგნარი.

აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. ტრენინგებზე დასასწრებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოკომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებას იწყებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებების ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია. ტრენინგები ჩატარდება თემებზე: ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება, ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება და ინტერნეტი დასაქმებისთვის. სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში სამიზნე სოფლებია: ბროლიქედი, გოდოგანი, დელტასუბანი, ეწერი, ვარდიგორა, თავასა, თუზი, კაკაბოური, ნავენახევი, ნაგარევი, სკანდე, ჩიხორი და ჭოგნარი. აღნიშნულ დასახლებებში 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მცხოვრებს ტრენინგების გავლა უფასოდ შეუძლია. ტრენინგებზე დასასწრებად მსურველები უნდა დაუკავშირდნენ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებას იწყებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები