ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ გორში დამატებით 7 სამიზნე სოფელში იწყებს

კომუნიკაციების კომისია გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფელში დევნილებისთვის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ იწყებს, რომლის ფარგლებშიც 14 წელს ზემოთ ნებისმიერ მსურველს ციფრული სერვისებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების უფასო ტრენინგები ჩაუტარდება.

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ გორში დამატებით 7 სამიზნე სოფელში იწყებს
ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ გორში დამატებით 7 სამიზნე სოფელში იწყებსიმედინიუსი

კომუნიკაციების კომისია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გორის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებას იწყებს. კომისიის წარმომადგენლები სამიზნე სოფლებში, კერძოდ: ხურვალეთში, შავშვებში, კარალეთში, ვერხვებში, საქაშეთში, სკრისასა და ბერბუკში მცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრების ფარგლებში მათ პროგრამის მიზნები და ის შესაძლებლობები გააცნეს, რომლებსაც ციფრული უნარების განვითარება და ინტერნეტის უსაფრთხო და მიზნობრივი გამოყენება სთავაზობს.

აღნიშნულ სოფლებში კომუნიკაციების კომისია ტრენინგებს ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც 14 წელს ზემოთ ნებისმიერი მსურველი უფასოდ მიიღებს ცოდნას ინტერნეტის უსაფრთხო და მიზნობრივი გამოყენების შესახებ. ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, განივითარონ ინტერნეტისა და ციფრული სერვისების პრაქტიკული გამოყენებისთვის საჭირო უნარები.

შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. კომუნიკაციების კომისიამ პროგრამა 23 მუნიციპალიტეტში განახორციელა და 16,000-ზე მეტი ბენეფიციარი გადაამზადა. გორის მუნიციპალიტეტში კი უკვე 50-ზე მეტი ტრენინგია ჩატარებული და გადამზადებულია 1000-ზე მეტი ადგილობრივი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები