პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებას იწყებს

ComCom - კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ იწყებს, რომლის ფარგლებშიც 13 სამიზნე სოფლის მოსახლეობას ინტერნეტის უსაფრთხო და პრაქტიკული გამოყენებისათვის უფასო ტრენინგები ჩაუტარდება.

კომუნიკაციების კომისია თერჯოლის მუნიციპალიტეტში "ციფრული მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებას იწყებს - საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ადგილობრივი ხელისუფლების, სამიზნე სოფლებში მერის წარმომადგენლებსა და რესურსცენტრის ხელმძღვანელთან.

"შეხვედრა გაიმართა თერჯოლის მერიაში, შევხვდით მერს, მერის წარმომადგენლებს სამიზნე სოფლებში და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია წარმომადგენლებს ციფრული მხარდაჭერის პროგრამის შესახებ. მოგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია უკვე მე-5 წელია ახორციელებს ციფრული მხარდაჭერის პროგრამას. თერჯოლის მუნიციპალიტეტი უკვე 24-ე მუნიციპალიტეტია", - აცხადებს ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ დახუნდარიძე.

პროგრამა ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ფუნქციურ და პრაქტიკულ გამოყენებას და მასში მონაწილეობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამიზნე დასახლებების ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია.

"ტრენინგები დაიგეგმება აღნიშნულ 13 სოფელში და ესეც კიდევ - უფასოდ. დაინტერესებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ინტერნეტი გამოიყენონ უსაფრთხოდ, მიზნობრივად და ხარისხიანად", - აცხადებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ თერჯოლაში დაიწყო
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ თერჯოლაში დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები