ზელენსკი: რუსეთი ემზადება უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის. ...არ შეიძლება რუსეთის ნავთობისა და...
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალი დარტყმისთვის ემზადება და მოუწოდებს მსოფლიოს, არ ივაჭრონ რუსულ ნავთობსა და გაზზე. მისი თქმით, კომიშუვახაში ჰუმანიტარულ პუნქტზე რუსეთის იერიშს 26 ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს ვაშინგტონს და დანარჩენ მსოფლიოს - ნუ ითამაშებენ რუსეთის ენერგორესურსების ბიზნესით, არამედ ისეთი ზეწოლა განახორციელონ მასზე, რომ ომის შეწყვეტის გარდა კრემლს არჩევანი აღარ დარჩეს. 2 ნოემბრის ვიდეომიმართვაში მან განაცხადა:
"მსოფლიოსგან გვჭირდება ისეთი სიგნალები რუსეთის მიმართ, რომ მათ იგრძნონ - ტერორისგან ხეირი არ ექნებათ, სარგებელი არ ექნებათ და სანამ ეს ომი გრძელდება, მათი ნავთობი დაიწვება და ისინი ვერ მოახერხებენ მსოფლიოსთან ბიზნესის წარმოებით ფულის კეთებას.
არ შეიძლება რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებით თამაში. საჭიროა ისეთი ზეწოლა რუსეთზე, რომ ამ ომის დასრულების გარდა სხვა ალტერნატივა არ ჰქონდეთ".
ვოლოდიმირ ზელენსკის ეს განცხადება უპირატესად ეხმიანება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ "დიზელის გარიგებას" რუსეთის პრეზიდენტთან და ცნობებს ვაშინგტონის მიერ რუსეთის ბუნებრივი აირის უკრაინის გავლით ევროპისთვის მიწოდების განახლების მხარდაჭერაზე. უკრაინის პრეზიდენტმა ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ამერიკას შეუძლია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება:
"ამერიკას შეუძლია ამის გაკეთება, მსოფლიოს შეუძლია ამის გაკეთება. ეს რუსული მკვლელობები უნდა შეჩერდეს.
და ჩვენ უკრაინაში სრულიად სამართლიანად ვპასუხობთ რუსეთს ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქალაქებზე განხორციელებულ ყველა თავდასხმაზე. ჩვენი პასუხები არის საგრძნობი და ზუსტი და მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მებრძოლს, ამ სიზუსტისთვის - ყველა ქვედანაყოფს, რომლებიც ასრულებენ დავალებებს უკრაინის "შორი მანძილის სანქციების" განსახორციელებლად. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ იმ დარტყმას, რომელსაც ახლა რუსები ამზადებენ".
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, დაზვერვისგან მიიღო ინფორმაცია რუსეთის მიერ უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის მზადებაზე და რომ კრემლი ომის ესკალაციას ამერიკის 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებს ამთხვევს, როცა მსოფლიოს ყურადღება უპირატესად აშშ-ისკენ იქნება მიპყრობილი:
"დაზვერვისგან ვიცით, რომ რუსეთი ემზადება ჩვენს ქვეყანაზე - უპირატესად, ენერგო და ლოგისტიკურ ობიექტებზე - ახალი მასირებული დარტყმისთვის. გათვლა ფაქტობრივად არის იმაზე, რომ ხვალ მსოფლიოს ყურადღება ამერიკული არჩევნებისკენ იქნება მიპყრობილი და ის, რაც აქ, უკრაინაში ხდება, საჰაერო თავდაცვასა და “პეტრიოტის” რაკეტებთან დაკავშირებული ჩვენი სირთულეები, მხედველობის მიღმა დარჩება".
უკრაინის პრეზიდენტმა ორშაბათის მიმართვისას დაასახელა ზაპოროჟიეს ოლქში კომიშუვახაზე ავიაბომბებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა ღამის მდგომარეობით - 26 ადამიანი, რომელთა უმრავლესობა ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად იყო მისული რუსების მიერ სამიზნეში ამოღებულ სკოლის შენობაში. თავდასხმის დეტალებს ის ასე აღწერს:
"მთელი დღის განმავლობაში მეორდებოდა განგაშის სიგნალები და ახალი დარტყმების საფრთხე. ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილები. დარტყმის სამიზნე იყო სკოლის შენობა. ცხადია, იქ მეცადინეობა აღარ მიმდინარეობდა: კომიშუვახა ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს არის. შენობა და შიგნით მდებარე თავშესაფარი გამოიყენებოდა ჰუმანიტარული საქმიანობისთვის - ყოველ ორშაბათს იქ ადამიანებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებდნენ.
პირველი დარტყმა რუსებმა განახორციელეს, როცა ადამიანები ის-ის იყო მივიდნენ - რამდენიმე ავიაბომბი ჩამოვარდა. შემდეგ იყო განმეორებითი დარტყმა - კვლავ ავიაბომბები, უკვე თავშესაფარზე. გაიძვერული ტერორისტული დარტყმა.
რუსები კვლავ და კვლავ ამტკიცებენ, რომ სძულთ უკრაინა და ყველაფერი, რაც აქ არის. რუსეთს მართლაც რომ უნდოდეს დეესკალაცია, მაშინ ახლა, ოლეშკის შემდეგ, იყო ასეთი მომენტი, როცა შესაძლებელი იყო ჰუმანიტარული ნაბიჯების გაგრძელება. ჩვენ ეს შევთავაზეთ. მაგრამ რუსეთი განაგრძობს კვლას. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 26 ადამიანია მოკლული. …ხუთი ადამიანი საავადმყოფოებშია. ნანგრევებშიც არიან ადამიანები.
სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება მანამდე, სანამ საჭირო იქნება თითოეული ადამიანის მოსაძებნად. რუსეთის დარტყმის მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მივიდნენ და ისინი, ვინც მათ დასახმარებლად პირველები მივიდნენ, პირველი დარტყმის შემდეგ. რუსებმა იცოდნენ, რომ ეს ფაქტობრივად ჰუმანიტარული ობიექტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს ამაზე რეაქცია - რუსების მიერ ჩვენი ხალხის თითოეულ მკვლელობაზე, ომის ესკალაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე".
2 ნოემბერს "უოლ სტრიტ ჯორნალმა" გაავრცელა ინფორმაცია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ევროპაში რუსეთის გაზის მიწოდების განახლების იდეის მხარდაჭერაზე - რომ ვაშინგტონი ამას კრემლის მშვიდობაზე დაყოლიების ხელშემწყობ ფაქტორად განიხილავს. საქმე ეხება ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას უკრაინის ტერიტორიის გავლით. ევროკავშირი ცდილობს 2027 წლის ბოლომდე სრულად ჩაეხსნას რუსულ ენერგორესურსებს.
ციტატები სტატიიდან
„მსოფლიოსგან გვჭირდება ისეთი სიგნალები რუსეთის მიმართ, რომ მათ იგრძნონ - ტერორისგან ხეირი არ ექნებათ, სარგებელი არ ექნებათ და სანამ ეს ომი გრძელდება, მათი ნავთობი დაიწვება და ისინი ვერ მოახერხებენ მსოფლიოსთან ბიზნესის წარმოებით ფულის კეთებას. არ შეიძლება რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებით თამაში. საჭიროა ისეთი ზეწოლა რუსეთზე, რომ ამ ომის დასრულების გარდა სხვა ალტერნატივა არ ჰქონდეთ“
„ამერიკას შეუძლია ამის გაკეთება, მსოფლიოს შეუძლია ამის გაკეთება. ეს რუსული მკვლელობები უნდა შეჩერდეს. და ჩვენ უკრაინაში სრულიად სამართლიანად ვპასუხობთ რუსეთს ჩვენს ხალხსა და ჩვენს ქალაქებზე განხორციელებულ ყველა თავდასხმაზე. ჩვენი პასუხები არის საგრძნობი და ზუსტი და მსურს მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მებრძოლს, ამ სიზუსტისთვის - ყველა ქვედანაყოფს, რომლებიც ასრულებენ დავალებებს უკრაინის "შორი მანძილის სანქციების" განსახორციელებლად. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ იმ დარტყმას, რომელსაც ახლა რუსები ამზადებენ“
„დაზვერვისგან ვიცით, რომ რუსეთი ემზადება ჩვენს ქვეყანაზე - უპირატესად, ენერგო და ლოგისტიკურ ობიექტებზე - ახალი მასირებული დარტყმისთვის. გათვლა ფაქტობრივად არის იმაზე, რომ ხვალ მსოფლიოს ყურადღება ამერიკული არჩევნებისკენ იქნება მიპყრობილი და ის, რაც აქ, უკრაინაში ხდება, საჰაერო თავდაცვასა და “პეტრიოტის” რაკეტებთან დაკავშირებული ჩვენი სირთულეები, მხედველობის მიღმა დარჩება“
„მთელი დღის განმავლობაში მეორდებოდა განგაშის სიგნალები და ახალი დარტყმების საფრთხე. ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილები. დარტყმის სამიზნე იყო სკოლის შენობა. ცხადია, იქ მეცადინეობა აღარ მიმდინარეობდა: კომიშუვახა ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს არის. შენობა და შიგნით მდებარე თავშესაფარი გამოიყენებოდა ჰუმანიტარული საქმიანობისთვის - ყოველ ორშაბათს იქ ადამიანებს ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებდნენ. პირველი დარტყმა რუსებმა განახორციელეს, როცა ადამიანები ის-ის იყო მივიდნენ - რამდენიმე ავიაბომბი ჩამოვარდა. შემდეგ იყო განმეორებითი დარტყმა - კვლავ ავიაბომბები, უკვე თავშესაფარზე. გაიძვერული ტერორისტული დარტყმა. რუსები კვლავ და კვლავ ამტკიცებენ, რომ სძულთ უკრაინა და ყველაფერი, რაც აქ არის. რუსეთს მართლაც რომ უნდოდეს დეესკალაცია, მაშინ ახლა, ოლეშკის შემდეგ, იყო ასეთი მომენტი, როცა შესაძლებელი იყო ჰუმანიტარული ნაბიჯების გაგრძელება. ჩვენ ეს შევთავაზეთ. მაგრამ რუსეთი განაგრძობს კვლას. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 26 ადამიანია მოკლული. …ხუთი ადამიანი საავადმყოფოებშია. ნანგრევებშიც არიან ადამიანები. სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება მანამდე, სანამ საჭირო იქნება თითოეული ადამიანის მოსაძებნად. რუსეთის დარტყმის მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მივიდნენ და ისინი, ვინც მათ დასახმარებლად პირველები მივიდნენ, პირველი დარტყმის შემდეგ. რუსებმა იცოდნენ, რომ ეს ფაქტობრივად ჰუმანიტარული ობიექტი იყო. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს ამაზე რეაქცია - რუსების მიერ ჩვენი ხალხის თითოეულ მკვლელობაზე, ომის ესკალაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…