პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი უკრაინაზე ახალ, მასშტაბურ დარტყმას ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დაზვერვის მონაცემებით რუსეთი ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებს. მისი თქმით, ამერიკამ და მსოფლიომ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, რათა მოსკოვს ომის დასრულების გარდა სხვა გზა არ დარჩეს.

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი უკრაინაზე ახალ, მასშტაბურ დარტყმას ამზადებს
ინტერპრესნიუსი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება.

“გვაქვს დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს, რომლის სამიზნეც, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკული და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა იქნება”, - აღნიშნავს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს ყურადღება აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე იქნება მიპყრობილი, ხოლო ის, რაც უკრაინაში ხდება - მათ შორის, საჰაერო თავდაცვასა და Patriot-ის ტიპის რაკეტებთან დაკავშირებული ჩვენი სირთულეები - შესაძლოა, ყურადღების მიღმა დარჩეს.

“მსოფლიოს მხრიდან რუსეთის მიმართ საჭიროა ისეთი სიგნალები, რომლებიც მათ აგრძნობინებს, რომ ტერორი არაფრის მომტანია, რომ ის მათ არავითარ სარგებელს არ მოუტანს; ასევე, რომ ვიდრე ეს ომი გრძელდება, მათი ნავთობი დაიწვება, ისინი კი მსოფლიოსთან ბიზნესის კეთებით ფულის შოვნას ვერ შეძლებენ. რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებთან თამაში არ შეიძლება. ამის ნაცვლად, ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მათ სხვა გზა არ დარჩეთ, გარდა იმისა, რომ ეს ომი დაასრულონ. რუსეთზე ისე უნდა მოვახდინოთ ზეწოლა, რომ ომის დასრულების გარდა სხვა ალტერნატივა არ დარჩეს. ამერიკას ამის გაკეთება შეუძლია”, - აცხადებს ზელენსკი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 2
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზელენსკი: რუსეთი ემზადება უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის. ...არ შეიძლება რუსეთის ნავთობისა და...
  2. ალიაოპოზიციურივოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი უკრაინაზე ახალ, მასშტაბურ დარტყმას ამზადებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გვაქვს დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს, რომლის სამიზნეც, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკული და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა იქნება“
„მსოფლიოს მხრიდან რუსეთის მიმართ საჭიროა ისეთი სიგნალები, რომლებიც მათ აგრძნობინებს, რომ ტერორი არაფრის მომტანია, რომ ის მათ არავითარ სარგებელს არ მოუტანს; ასევე, რომ ვიდრე ეს ომი გრძელდება, მათი ნავთობი დაიწვება, ისინი კი მსოფლიოსთან ბიზნესის კეთებით ფულის შოვნას ვერ შეძლებენ. რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებთან თამაში არ შეიძლება. ამის ნაცვლად, ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მათ სხვა გზა არ დარჩეთ, გარდა იმისა, რომ ეს ომი დაასრულონ. რუსეთზე ისე უნდა მოვახდინოთ ზეწოლა, რომ ომის დასრულების გარდა სხვა ალტერნატივა არ დარჩეს. ამერიკას ამის გაკეთება შეუძლია“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკი აშშ-ს მოუწოდებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება დააჩქაროსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები