პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი უკრაინაზე ახალ, მასშტაბურ დარტყმას ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი ქვეყნის ენერგეტიკულ და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი უკრაინაზე ახალ, მასშტაბურ დარტყმას ამზადებს
ალია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადება.

“გვაქვს დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს, რომლის სამიზნეც, უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკული და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა იქნება”, – აღნიშნავს ზელენსკი.

მისი თქმით, რუსები ვარაუდობენ, რომ მსოფლიოს ყურადღება აშშ-ის შუალედურ არჩევნებზე იქნება მიპყრობილი, ხოლო ის, რაც უკრაინაში ხდება – მათ შორის, საჰაერო თავდაცვასა და Patriot-ის ტიპის რაკეტებთან დაკავშირებული ჩვენი სირთულეები – შესაძლოა, ყურადღების მიღმა დარჩეს.

“მსოფლიოს მხრიდან რუსეთის მიმართ საჭიროა ისეთი სიგნალები, რომლებიც მათ აგრძნობინებს, რომ ტერორი არაფრის მომტანია, რომ ის მათ არავითარ სარგებელს არ მოუტანს; ასევე, რომ ვიდრე ეს ომი გრძელდება, მათი ნავთობი დაიწვება, ისინი კი მსოფლიოსთან ბიზნესის კეთებით ფულის შოვნას ვერ შეძლებენ. რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლებთან თამაში არ შეიძლება. ამის ნაცვლად, ჩვენ რუსეთზე ზეწოლა უნდა მოვახდინოთ, რათა მათ სხვა გზა არ დარჩეთ, გარდა იმისა, რომ ეს ომი დაასრულონ. რუსეთზე ისე უნდა მოვახდინოთ ზეწოლა, რომ ომის დასრულების გარდა სხვა ალტერნატივა არ დარჩეს. ამერიკას ამის გაკეთება შეუძლია”, – აცხადებს ზელენსკი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზელენსკი: რუსეთი ემზადება უკრაინაზე ახალი მასირებული დარტყმისთვის. ...არ შეიძლება რუსეთის ნავთობისა და...
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი უკრაინაზე ახალ, მასშტაბურ დარტყმას ამზადებს
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-მა და ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინისთვის დახმარების დამატებითი პაკეტების გამოყოფის შესახებ ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს, თუმცა მოწოდებას წლები არ უნდა დასჭირდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები