პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიგა ავალიანის დედა - ჩემ შვილს, ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის განცხადებით, მალანიას ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლის გამო მისმა მეორე შვილმა, ნიკა ავალიანმა სასამართლო პროცესებზე სიარული შეწყვიტა.

გიგა ავალიანის დედა - ჩემ შვილს, ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს
ინტერპრესნიუსი

ჩემ შვილს, ნიკას [გიორგი] მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

კუპატაძის თქმით, მისი მეორე ვაჟის მიმართ მიდის სიტყვიერი და ემოციური ზეწოლა, რის გამოც ნიკა ავალიანი სასამართლო სხდომებზე აღარ დადის.

“ჩემმა შვილმა, ნიკამ სასამართლოს შენობასთან რომ მიმიყვანა, დამტოვა, წავიდა და პარკინგზე იყო, მანქანაში მთელი ორი საათის განმავლობაში. ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს, ესვრიან რეპლიკებს, გამომწვევად იქცევიან. თუ კი მოსამართლეს მალანიას მიმართ ემოციურ ზეწოლაზე ესაუბრებიან, მაშინ ამ ყველაფერს მოსამართლე ხომ უსმენს და უყურებს?! არ მინდა, მალანიების დონემდე დავიდე, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რაც მეც გამაგონეს, ასეთი იყო - ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი მოვიდა, სასამართლო დარბაზის სარკმელში შეიხედა და ამბობს, ჩვენი ბიჭო უნდა დავინახოო… მე ვუთხარი, წამობრძანდით სასაფლაოზე და ჩემს ბიჭსაც გაჩვენებთ-მეთქი.

მას შემდეგ, რაც ანი ნასყიდაშვილის დედამ და ადვოკატებმა დაინახეს, რომ ნიკაზე ფსიქოლოგიური დარტყმა კარგად გამოუვიდათ [პირველად მათ დაიწყეს], ჩვენზე ამ რეპლიკებს, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს და არ არის მარტივი მოსასმენი, ნიკა უკვე აღარ დადის სასამართლო პროცესებზე”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩემმა შვილმა, ნიკამ სასამართლოს შენობასთან რომ მიმიყვანა, დამტოვა, წავიდა და პარკინგზე იყო, მანქანაში მთელი ორი საათის განმავლობაში. ნიკას მალანიას ოჯახი ფსიქოლოგიურად ატერორებს, ესვრიან რეპლიკებს, გამომწვევად იქცევიან. თუ კი მოსამართლეს მალანიას მიმართ ემოციურ ზეწოლაზე ესაუბრებიან, მაშინ ამ ყველაფერს მოსამართლე ხომ უსმენს და უყურებს?! არ მინდა, მალანიების დონემდე დავიდე, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, რაც მეც გამაგონეს, ასეთი იყო - ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი მოვიდა, სასამართლო დარბაზის სარკმელში შეიხედა და ამბობს, ჩვენი ბიჭო უნდა დავინახოო… მე ვუთხარი, წამობრძანდით სასაფლაოზე და ჩემს ბიჭსაც გაჩვენებთ-მეთქი. მას შემდეგ, რაც ანი ნასყიდაშვილის დედამ და ადვოკატებმა დაინახეს, რომ ნიკაზე ფსიქოლოგიური დარტყმა კარგად გამოუვიდათ [პირველად მათ დაიწყეს], ჩვენზე ამ რეპლიკებს, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს და არ არის მარტივი მოსასმენი, ნიკა უკვე აღარ დადის სასამართლო პროცესებზე“
ეკა კუპატაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროკურატურამ გამოიკვლია ნია იმნაძის სახლში არსებული ფარული ჩანაწერების პატარა ეპიზოდი, იყო რამდენიმეწამიანი ეპიზოდი, სადაც ისმის ნია იმნაძისა და მისი მეგობრების კისკისი - ეკა კუპატაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები