ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

შვილმოკლული დედა ბრალდებულის პირისპირ - ეკა კუპატაძე ჰყვება, რა უთხრა გიორგი მალანიას

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ ბრალდებულ გიორგი მალანიას მიმართა და უთხრა, თუ როგორ უყვარდა მის შვილს, გიგა ავალიანს, მალანია. მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან.

შვილმოკლული დედა ბრალდებულის პირისპირ - ეკა კუპატაძე ჰყვება, რა უთხრა გიორგი მალანიას
შვილმოკლული დედა ბრალდებულის პირისპირ - ეკა კუპატაძე ჰყვება, რა უთხრა გიორგი მალანიასTV პირველი

შვილმოკლული დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მან რამდენჯერმე მიმართა ბრალდებულ მალანიას და უთხრა, როგორ უყვარდა მის შვილს.

მისი თქმით, გიგა ავლიანმა სამ გაკვეთილში მოასწრო გიორგი მალანიას შეყვარება და ეს მასაც გაუმხილა.

ბრალდებულს მე თვითონ მივმართე რამდენჯერმე და ვუთხარი, რომ ის [გიორგი მალანია] ჩემს შვილს უყვარდა. მართალია, სულ ოთხჯერ იყო გიორგი გიგასთან. მეოთხე გაკვეთილზე გიგას მკვლელობაში დახმარება უკვე გაწეული ჰქონდა, მეოთხე გაკვეთილი პირველ ოქტომბერს ჰქონდა, მაგრამ იმ სამ გაკვეთილში ჩემმა შვილმა გიორგი მალანიას შეყვარება და ამის ჩემთვის თქმაც მოასწრო”, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.