პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფოლკლორისტი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული ხალხური სიმღერების მოძიებას, აღდგენასა და გადარჩენას მიუძღვნა - ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა

ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ხალხური სიმღერის მოამაგისა და ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა, ადგილობრივ თეატრში კი მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ფოლკლორისტი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული ხალხური სიმღერების მოძიებას, აღდგენასა და გადარჩენას მიუძღვნა - ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა
რუსთავი 2

ლონდონის არქივში აღმოჩენილი 127 ქართული ხალხური სიმღერა, მსოფლიოს სხვადასხვა საცავიდან მოძიებული მემკვიდრეობა და სოფლიდან სოფელში ნაპოვნი უნიკალური ხმები – ასე იწყება ამბავი ანზორ ერქომაიშვილზე, რომელმაც ქართული მრავალხმიანობა გადაარჩინა.

აღადგინა, გამოსცა და მომავალ თაობებს გააცნო სარაჯიშვილის, ინაშვილის, სიმონიშვილისა და სხვა მომღერლების ხელოვნება. ათწლეულების განმავლობაში, მან სამშობლოში 500-ზე მეტი დაკარგული ფონოგრამა დააბრუნა.

1968 წელს, დააარსა ანსამბლი "რუსთავი", რომელმაც ქართული მრავალხმიანობა მსოფლიოს უდიდეს სცენებზე გაიტანა და, თითქმის ექვსი ათწლეულია, ტრადიციას უწყვეტად განაგრძობს. როგორც თავად ფოლკლორისტი ამბობდა, ტრადიცია მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როცა მას ახალი თაობა განაგრძობს.

დღეს, ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული მოამაგის ბიუსტი ოზურგეთში, ჭადრების პარკში, საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.

ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გურიას უკავშირდება – სადაც ქართული სიმღერის სიყვარულს ბაბუამ, არტემ ერქომაიშვილმა აზიარა.

დღესვე, ოზურგეთის თეატრში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომელმაც ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული შემსრულებლები და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები გააერთიანა, რაც სიმბოლურად გამოხატავდა ერქომაიშვილის უმთავრეს მიზანს - ქართული სიმღერის უწყვეტობასა და თაობიდან თაობისთვის გადაცემას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა
  2. იმედინიუსისამთავრობოოზურგეთში ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გიორგი გაბუნია ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები