პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოზურგეთში ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა

კულტურის სამინისტრო

ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ფოლკლორისტ ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა, რის შემდეგაც დრამატულ თეატრში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა.

ოზურგეთში ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა
იმედინიუსი

ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით ოზურგეთში ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული მოამაგის, ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.

ბიუსტი, რომელიც მოქანდაკეებმა გიორგი ჭანკოტაძემ და ჯონი გოგაბერიშვილმა შექმნეს, ქალაქის ცენტრში, ჭადრების პარკში განთავსდა.

ბიუსტის გახსნის შემდეგ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ოზურგეთის დრამატულ თეატრში კონცერტი გაიმართა.

ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მსმენელის წინაშე ცნობილი ანსამბლები, ფოლკლორის ცენტრის გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლა წარდგნენ.

უფრო მეტს სალომე შანშიაშვილი გიამბობთ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა
  2. რუსთავი 2სამთავრობოფოლკლორისტი, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული ხალხური სიმღერების მოძიებას, აღდგენასა და გადარჩენას მიუძღვნა - ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები