გიორგი გაბუნია ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ოზურგეთში ფოლკლორისტისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა, რომლის ავტორი მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძეა. ღონისძიებას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია დაესწრო და ერქომაიშვილის დამსახურებაზე ისაუბრა.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ოზურგეთში ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული წარმომადგენლის, ფოლკლორისტისა და ლოტბარის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ბიუსტის გახსნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას, გიორგი გაბუნიამ ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლსა და ქართული ხალხური მუსიკის შენარჩუნების, დაცვისა და პოპულარიზაციის, ასევე, ქართული კულტურული მემკვიდრეობის განვითარების საქმეში განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელს უკავშირდება ქართული ხალხური სიმღერის არაერთი უნიკალური ნიმუშის გადარჩენა, მოძიება, შეკრება და აღდგენა. მისმა მრავალწლიანმა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული მრავალხმიანი სიმღერის ტრადიციის შენარჩუნებაში, მის მეცნიერულ შესწავლასა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში.
ოზურგეთში ახლად გახსნილი ბიუსტის ავტორია მოქანდაკე გიორგი ჭანკოტაძე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…