პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქართული ხალხური სიმღერა ევროპის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში - ანსამბლმა "შავნაბადამ" ევროპელ მსმენელს ქართული და აფხაზური ფოლკლორის ნიმუშები წარუდგინა

კულტურის სამინისტრო

ანსამბლმა „შავნაბადამ“ და აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა ლიზა ბაგრატიონთან ერთად ევროპის ქალაქებში ქართული და აფხაზური ფოლკლორის ნიმუშები წარადგინეს.

ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა, საუკუნოვანი ტრადიციები და მრავალხმიანობის გამორჩეული კულტურა - ქართული ხალხური სიმღერა ევროპის პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში გაჟღერდა.

ბერლინიდან ჰამბურგამდე, მიუნხენიდან სოფიამდე - "შავნაბადამ" ევროპელ მსმენელს ქართული და აფხაზური ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები წარუდგინა.

ევროპული ტურნე ბერლინიდან დაიწყო, სადაც აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ლიზა ბაგრატიონთან ერთად, განახლებული პროგრამით წარდგა.

"შავნაბადას" მორიგ კონცერტს ჰამბურგში, ლეგენდარულმა ელბის ფილარმონიამ უმასპინძლა. დავით ცინცაძის ხელმძღვანელობით მომზადებულმა საკონცერტო პროგრამამ ანშლაგით ჩაიარა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ ქართული და აფხაზური ფოლკლორის ნიმუშები და საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული მრავალხმიანი კომპოზიციები.

ქართული პოლიფონიური და პროფესიული მუსიკის საღამო ბავარიის სასახლის კარის ყოვლადწმინდის სახელობის ეკლესიაშიც გაიმართა.

7 და 8 ნოემბერს კი, ანსამბლს ბულგარეთის დედაქალაქმა უმასპინძლა.

კონცერტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჰამბურგში ანსამბლ "შავნაბადას" კონცერტს დაესწროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები