კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურა
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის შუამდგომლობით დაიხურა. პროკურატურა მას ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. შესაბამისი შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
შუამდგომლობის მიხედვით, საქმე თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული, სხდომაზე კი მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები დაიკითხებიან, სადაც, შესაძლოა, პროფესიული და სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლოებები გაჟღერდეს.
სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა. პროკურატურა ღარიბაშვილს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…