ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სადგურის მოედნის ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძარზე გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით დაიწყო. ცეცხლი შერეული ტიპის მაღაზიიდან გავრცელდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, - ამის შესახებ "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
ცნობისთვის, დღეს, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომლებმაც ჯერ ხანძრის ლოკალიზება, მალევე კი, ლიკვიდაცია შეძლებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შერეული ტიპის მაღაზიიდან გავრცელდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…