თბილისში, ე.წ. გადასასვლელ ხიდთან ხანძარია - ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ
თბილისში, სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდთან მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული და ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდთან ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია, ამ ეტაპზე, არ ვრცელდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…