პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფრიდრიხ მერცი: „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს“

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ქალაქებში მომხდარი არეულობების შემდეგ განაცხადა, რომ ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და მისი მთავრობა ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს.

ფრიდრიხ მერცი: „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს“
POSTV

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა.

„ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს“, – აღნიშნულია სიტყვაში, რომლითაც მერცმა თავისი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე გამოსვლა დაგეგმა. გამოსვლის ამონარიდები სააგენტო DPA-ის ორშაბათს გადაეცა.

„კანონდამრღვევნი კანონის მთელ სიმკაცრეს იგრძნობენ. ნებისმიერი, ვინც თავს ესხმის პოლიციელებსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს ან ძარცვავს მაღაზიებს, თავს ესხმის ჩვენს თავისუფლებას, აბუჩად იგდებს საზოგადოებასა და ახალგაზრდების კანონიერ ინტერესებს“, – ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა თავის გამოსვლაში.

მერცმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლიციას და აღნიშნა, რომ მათ სანიმუშოდ იმოქმედეს.

მისი თქმით, მთავარი პოზიტიური გზავნილი, რაც ამ შაბათ-კვირიდან გამოიტანა, არის ის, რომ „ახალგაზრდა თაობა პოლიტიკურად აქტიურია და საკუთარ მომავალზე ზრუნავს“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობომერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს
  2. რუსთავი 2სამთავრობოჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს - გერმანიის კანცლერი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არეულობები ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში ეპირფერებოდა მემარცხენე ექსტრემიზმს; ამას ემატება უკონტროლო მიგრაცია, როცა დამნაშავეებს არანაირი შედეგის შიში არ აქვთ - AfD-ის ლიდერი ალის ვაიდელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები