პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ქალაქებში მომხდარი არეულობების შემდეგ მკაცრი ზომების მიღება მოითხოვა და განაცხადა, რომ მთავრობა ძალადობის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს.

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს
იმედინიუსი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდა.

„ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს“, - აღნიშნულია სიტყვაში, რომლითაც მერცმა თავისი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე გამოსვლა დაგეგმა. გამოსვლის ამონარიდები სააგენტო dpa-ს ორშაბათს გადაეცა.

„ნებისმიერი, ვინც თავს ესხმის პოლიციელებსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს ან ძარცვავს მაღაზიებს, თავს ესხმის ჩვენს თავისუფლებას, აბუჩად იგდებს საზოგადოებასა და ახალგაზრდების კანონიერ ინტერესებს“, - ხაზგასმით აღნიშნა კანცლერმა თავის გამოსვლაში. „კანონდამრღვევნი კანონის მთელ სიმკაცრეს იგრძნობენ“.

მერცმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლიციას და აღნიშნა, რომ მათ სანიმუშოდ იმოქმედეს.

მისი თქმით, მთავარი პოზიტიური გზავნილი, რაც ამ შაბათ-კვირიდან გამოიტანა, არის ის, რომ „ახალგაზრდა თაობა პოლიტიკურად აქტიურია და საკუთარ მომავალზე ზრუნავს“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. POSTVსამთავრობოფრიდრიხ მერცი: „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს“
  2. რუსთავი 2სამთავრობოჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს - გერმანიის კანცლერი
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს“
„ნებისმიერი, ვინც თავს ესხმის პოლიციელებსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს ან ძარცვავს მაღაზიებს, თავს ესხმის ჩვენს თავისუფლებას, აბუჩად იგდებს საზოგადოებასა და ახალგაზრდების კანონიერ ინტერესებს“
„კანონდამრღვევნი კანონის მთელ სიმკაცრეს იგრძნობენ“
„ახალგაზრდა თაობა პოლიტიკურად აქტიურია და საკუთარ მომავალზე ზრუნავს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
არეულობები ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის პოლიტიკის შედეგია, რომელიც წლების განმავლობაში ეპირფერებოდა მემარცხენე ექსტრემიზმს; ამას ემატება უკონტროლო მიგრაცია, როცა დამნაშავეებს არანაირი შედეგის შიში არ აქვთ - AfD-ის ლიდერი ალის ვაიდელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები