ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს - გერმანიის კანცლერი
გერმანიის ქალაქებში მომხდარი არეულობების შემდეგ ფრიდრიხ მერცი ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს ითხოვს და აცხადებს, რომ მისი მთავრობა ქუჩებში ძალადობის მიმართ ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს.

ფრიდრიხ მერცი, შაბათ-კვირას, გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას ითხოვს.
"ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ საკითხში ნულოვან ტოლერანტობას გამოიჩენს", - აღნიშნა მერცმა თავისი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე გამოსვლისას.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პოლიციას და აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა სანიმუშოდ იმოქმედეს.
"კანონდამრღვევნი კანონის მთელ სიმკაცრეს იგრძნობენ. ნებისმიერი, ვინც თავს ესხმის პოლიციელებსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს ან ძარცვავს მაღაზიებს, თავს ესხმის ჩვენს თავისუფლებას, აბუჩად იგდებს საზოგადოებასა და ახალგაზრდების კანონიერ ინტერესებს", - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაციტატები სტატიიდან
„კანონდამრღვევნი კანონის მთელ სიმკაცრეს იგრძნობენ. ნებისმიერი, ვინც თავს ესხმის პოლიციელებსა და სამაშველო სამსახურების თანამშრომლებს ან ძარცვავს მაღაზიებს, თავს ესხმის ჩვენს თავისუფლებას, აბუჩად იგდებს საზოგადოებასა და ახალგაზრდების კანონიერ ინტერესებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…